logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: არსებულმა ვიდეოკადრებმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხი იხილებოდა პარლამენტში
აკაკი ზოიძე: არსებულმა ვიდეოკადრებმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხი იხილებოდა პარლამენტში
10:11 14.07.2019
"არსებულმა ვიდეოკადრებმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხი იხილებოდა პარლამენტში", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ გენერალური პროკურატურის მიერ ნიკა მელიას საქმეზე დღეს გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების შეფასებისას.

„პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ვინც ნახავს, ოდნავ მაინც ობიექტური ადამიანი, არ შეიძლება, კითხვა არ გაუჩნდეს ნიკა მელიასა და სხვა ლიდერებთან დაკავშირებით, იმ ძალადობრივ შტურმზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში.

ვითომ მშვიდობისკენ მოწოდებით და მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით, პარალელურად მიმდინარეობდა შტურმი პოლიციელებზე. სწორედ ამ კადრებმა, მტკიცებულებებმა გადაგვაწყვეტინა მეც და ჩემ კოლეგებსაც იმ დღეს, როდესაც ნიკა მელიას საკითხი განიხილებოდა იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომ მწვანე ღილაკისთვის დაგვეჭირა ხელი, დამატებითი პრივილეგიები მოგვეხსნა მისთვის. მან, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე და გასცეს კითხვებზე პასუხი. კითხვები არ შეიძლება, არ ჩნდებოდეს იმ კადრების ხილვის შემდეგ, რაც პროკურატურის მხრიდან გასაჯაროვდა. ეს არის რეალობა და არა ის, რაც მათი ტელევიზიების მხრიდან მოგვაწოდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

„კერძოდ, ეს ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში და ვიდეომასალაც გაავრცელეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა