ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიის დამგირავებლებისთვის კანონში ახალი განმარტები კეთდება.
შესაბამისი ცვლილება "ლიცენზიებისა და ნებართვების" შესახებ კანონში შედის.
მასში ზუსტდება, რომ ნებისმიერი პირი, მათ შორის საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელთა საკუთრებაშიც, სარგებლობაში ან მართვაში დაგირავებული ან სხვაგვრად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია გადავა, ვალდებულია სალიცენზიო პირობები შეასრულოს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისთვის დადგენილი მოთხოვნები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ასევე, კანონში გაიწერება, რომ ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესით გააუქმოს დაყადაღებული, დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ასევე უქმდება შესაბამისი ყადაღა, გირაო ან სხვა დატვირთვა.
აღნიშნული კანონპროექტი დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ განმარტა, რომ შესაბამისი რეგულაცია სხვადასხვა კანონმდებლობით ისედაც არსებობს, თუმცა, კონკრეტული განმარტების არ არსებობის გამო, ბანკებს ინფორმაციის პრობლემა ჰქონდათ.
მისი თქმით, კანონში დაზუსტების შემდეგ, ბანკის შესაბამის თანამშრომელს კარგად ეცოდინება, რომ როდესაც ბანკში ლიცენზია იდება, მას რა ვალდებულებები მიჰყვება და შესაბამის რისკსაც შეაფასებს.

















