logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
17:39 12.07.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ირინა ფრუიძესთან ერთად, ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რიჰარდ კოლს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები არიან და მათი თანადგომა ამ პროცესში აქტიურად გაგრძელდება.

მხარეებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილეს ყურადღება. შეთანხმდნენ, რომ სექტემბერში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველო, ლატვია და სხვა პარტნიორი ქვეყნები აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

„ჩვენი აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში უხეში ფორმით დააბრუნა. ეს გადაწყვეტილება აწუხებს ბალტიის ქვეყნებს, მათ შორის, ლატვიას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს - უკრაინას და რამდენიმე სხვა ქვეყანას. მიგვაჩნია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ევროსაბჭოს რეპუტაცია ბოლომდე არ განადგურდეს ბოლო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკიდურესად დამაზიანებელია თავად ევროსაბჭოსთვის. შესაბამისად, სექტემბერში გვექნება საკოორდინაციო შეხვედრა ევროსაბჭოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო შეცდომა და ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩამოვყალიბდეთ, როგორ ვაგრძელებთ ევროსაბჭოსთან ურთიერთობას ამ მოვლენების განვითარების შემდგომ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა