logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი: გუშინდელის შემდეგ საზოგადოებას გაუმყარდება აზრი, რომ გვყავს ძლიერი შს მინისტრი, რომელიც უწყების გაძლიერებას ცდილობს
მიხეილ ყაველაშვილი: გუშინდელის შემდეგ საზოგადოებას გაუმყარდება აზრი, რომ გვყავს ძლიერი შს მინისტრი, რომელიც უწყების გაძლიერებას ცდილობს
15:59 12.07.2019
გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა „ტვ პირველის“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუ შეაფასა.

„20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის შენობიდან ვაკვირდებოდი და ჩემი თვალით ვნახე, რა ხდებოდა. გუშინ ინტერვიუს მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახეზე იყო საშიშროება, რომელიც სახელმწიფოს ელოდა მაშინ, როდესაც ყოვლად უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა მოინდომეს მშვიდობიანი მიტინგის ძალისმიერი პროცესებში გადაყვანა. აღნიშნულ ქმედებებს, პირველ რიგში, პოლიციელებზე შტურმი და პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობები მოჰყვა. აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომელიც განვითარებული მოვლენების შემდეგ დაისვა – რა მოხდებოდა თუ კი ხალხი, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრებოდა. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ წლების წინ, სწორედ მსგავს ქმედებებს სამოქალაქო ომი, ქვეყნისა და მისი ინსტიტუციების ჩამოშლა მოჰყვა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მომხდარ მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. ამასთან, მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროპორციული ძალის გამოყენებას.

„სამწუხაროდ, მიტინგის დაშლის პროცესში დაზიანებები მიიღეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციის თანამშრომლებმა და ყველა ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. დარწმუნებული ვარ, გუშინდელი ეთერის შემდეგ, საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმყარდება აზრი, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მინისტრი, რომელიც ისეთი ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხეილ ყაველაშვილმა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზა აქვს არჩეული, შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს მისი ინსტიტუციებიც. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის უწყება, რომელიც მუდმივი რეფორმირების პროცესშია და ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი, გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლების დროს არაერთხელ საუბრობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა