logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან
გიორგი გახარია: ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან
09:50 12.07.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ორსაათიან სატელევიზიო ეთერში დასმულ კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიამ გადაცემის წამყვანთან ხორავას ტრაგედიის შემდეგ მისი პასუხისმგებლობის საკითხი გაიხსენა და აღნიშნა, რომ - მე და თქვენ ერთხელ ვისაუბრეთ და თქვენ ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან. მოვალ და პანკისზე ვისაუბრებ, ისევე, როგორც გპირდებით, რომ მოვალ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დადასტურების შემთხვევაში ან არ დადასტურების შემთხვევაში, ასევე მოვალ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებ.

"თქვენ როგორ ფიქრობთ, ინგა, პოლიტიკოსობა ინდულგენციაა? არც ერთ შემთხვევაში თუ შესაბამისი მტკიცებულებები, გამყარებული კონკრეტული ფაქტებით არ იქნება, ძალიან ფრთხილად, ძალიან კარგად გვესმის რაზე ვსაუბრობთ. გვესმის, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე, გვესმის, რომ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც გარკვეული წვლილი, იმიჯი და ასე შემდეგ აქვთ, მაგრამ ეს ვერ იქნება ინდულგენცია. თუ ჩვენ ამ მტკიცებულებებს ვერ მოვიპოვებთ, ეს არ იქნება დადასტურებული, რა თქმა უნდა, ეს გახდება კიდევ ერთი საბურავები საქმე, რაც იქნება ჩემი რეპუტაციის და სისტემის რეპუტაციის თემა.

ხო ხედავთ, მაშინ ვერ შეაგროვეს შესაბამისი მტკიცებულებები და დარჩა ისე, როგორც დარჩა. მე დღეს გეუბნებით, რომ 20-21 ივნისის ღამეს, ეს იყო შემთხვევა ბოლო 7 თუ რამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ადამიანებმა ფიზიკური შეტევა მიიტანეს პოლიციაზე.

პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა, პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო მოსახლეობა და პანკისის უკან იდგა კომერციული სტრუქტურის კომერციული ინტერესი და საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ძალებით იქ ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო ეს სხვა თემაა. ნუ ვადარებთ ამ ორ თემას. ეს ერთი და მეორე, გპირდებით, მე ვიღებ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პანკისის შემთხვევასაც თავისი შედეგები მოჰყვება.

გახსოვთ, მე და თქვენ ერთხელ ვისაუბრეთ და თქვენ ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან, მივიყვან. მოვალ და პანკისზე ვისაუბრებ, ისევე, როგორც გპირდებით, რომ მოვალ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დადასტურების შემთხვევაში ან არ დადასტურების შემთხვევაში, ასევე მოვალ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებ," - განაცხადა გიორგი გახარიამ
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა