logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნიამ ექსპერტებთან სანდო და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა
ზაზა გაბუნიამ ექსპერტებთან სანდო და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა
15:41 11.07.2019
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, რომელიც იმავდროულად დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრები - პარლამენტარები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

შეხვედრის მეორე დღე, ძირითადად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მესამე მიმართულებას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც განიხილეს სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხები. წარმოდგენილი იყო ექსპერტთა რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის საქმიანობის დაგეგმვისა და მისი როლის გაზრდის თაობაზე ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში, მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაში, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სტრატეგიის განხორციელების, მართვის მექანიზმის, ანგარიშგების, მონიტორინგის და შეფასების მექანიზმებთან დაკავშირებით წარმოდგენილ რეკომენდაციებზე.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა და გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება აისახოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის ტექსტში, რა ღონისძიებები უნდა შემუშავდეს სტრატეგიით დასახული ამოცანების და სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის.
როგორც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები ითვალისწინებს გარკვეული საკითხების დახვეწას იმ თვალსაზრისით, რომ თვითმმართველობა, როგორც მმართველობის სისტემა უფრო ეფექტიანი გახდეს. ამასთანავე მსგავსი შეხვედრები ადასტურებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება რეგიონებისა და, ზოგადად, ქვეყნის მომავლისა და მისი განვითარებისათვის, თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.

შეხვედრა შეაჯამა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალისა თუ სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული საბოლოო დოკუმენტი საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილი იქნება როგორც საქართველოს პარლამენტის ერთიანი რეკომენდაციები და არა პარლამენტის რომელიმე ერთი სუბიექტის კერძო მოსაზრებები. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვები დამსწრეებს გააცნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

საბოლოოდ, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში განხილვებისა და საზოგადოების, ექსპერტთა წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბებს ერთიან დოკუმენტს - შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ჯგუფის დასკვნაში აისახება და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე და გადაეგზავნება მთავრობას.

შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის, შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა