საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ახალციხეში ციხე-ქალაქ რაბათის რეაბილიტაციაში მონაწილე 40 მოქალაქე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა არქიტექტორ შალვა მელიქიძეს გადაუხადა, რომელიც წარმოშობით ახალციხიდანაა.
ვანო მერაბიშვილმა მწუხარებით აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის დროს უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი მუშა გარდაიცვალა.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა გარდაცვლილის ოჯახს დანაკარგი შეუმსუბუქოს.
„თითოეული თქვენთაგანის შვილები, შვილიშვილები იამაყებენ, რომ ეს ქალაქი მათმა წინაპრებმა აღადგინეს. მთელი საქართველო გაოცებულია, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ციხე-ქალაქია“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა ყველა იმ ადამიანს გადაუხადა, ვინც აღნიშნულ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

















