logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი ბაგრატის ტაძარს საქართველოს აღდგენის საწინდარს უწოდებს
პრეზიდენტი ბაგრატის ტაძარს საქართველოს აღდგენის საწინდარს უწოდებს
14:39 17.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძარის აღდგენას ბავშვობის სურვილის ასრულებას უწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, ბაგრატის  ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბაგრატის ტაძარი რუსეთის არტილერიამ დაანგრია. სხვა ტაძრის ფრესკები კი, საღებავით გადაღება.

სააკაშვილის განცხადებით, არის დრო ქვების გაბნევის და არის დრო ქვების შეგროვების. ახლა საქართველოს აღმშენებლობის დრო აქვს. ეს აღმშენებლობა კი, პრეზიდენტის თქმით, ყველას ეკუთვნის.

„ოქროს ხანაში შევდივართ. ჟამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც და ყველასაც, მაგრამ ბაგრატი ხომ დაგვრჩება. ის ხომ სრულიად საქართველოს, პოლიტიკოს და არაპოლიტიკოსს, მორწმუნესაც და არამორწმუნესაც ეკუთვნის, რადგან ის საქართველოს სიმბოლოა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ბაგრატის ტაძარი საქართველოს აღდგენის საწინდარია.

სააკაშვილის შეფასებით, ბაგრატის ტაძრის აღდგენა თითოეული ქართველის ოცნება იყო, რადგან ეს ძველმა მთავრობებმა ვერ შეძლეს.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ტაძრის რესტავრაცია საბოლოოდ დასრულდება და თავის პირვანდელ სახეს მიიღებს. უახლოეს მომავალში კი, ფოთის აღდგენილი ტაძარი გაიხსნება.

„მესტიაში ახალი მუზეუმი იხსნება. უახლოეს დღეებში ლაზიკას მშენებლობა იწყება, სადაც ბანის - ჩვენი ისტორიული ძეგლის ასლს ავაშენებთ. ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საქართველომ წინ იაროს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ძველ დროში მთავრობის წარმომადგენლები გუმბათებზე ადიოდნენ, რათა ჯვარი ჩამოეხსნათ და გაენადგურებინათ. დღეს კი, დამოუკიდებელ საქართველოში, მთავრობის მთავარი მოვალეობა შენებაა.

„ახლა კი, არა მარტო მოვალეობა, არამედ მთავრობის ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის განსაკუთრებული პატივია იყოს ის, ვინც ბაგრატის ტაძარზე ჯვარს დააბრუნებს. ამიტომ, მე ამას გავაკეთებ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ის სასულიერო პირებთან ერთად, ტაძრის გუმბათზე ავიდა და ჯვრის აღმართვის პროცესში ჩაერთო.
ბრინჯაოს ჯვარი, რომელიც არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა, 300 კილოგრამს იწონის და 2 მეტრისა და 14 სმ-ის სიმაღლისაა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დასვენების დღეა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა