პოლიტიკურმა პარტიამ "განახლებული საქართველოსთვის" ახალგორის რაიონული ორგანიზაცია გახსნა.
იგი წილკანის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს და მას ნაილი ნათაძე უხელმძღვანელებს.
ნათაძე დევნილებს პარტიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაალ თვალიაშვილმა წარუდგინა.
"განახლებული საქართველოსთვის" წარმომადგენლები დევნილებსაც ესაუბრნენ.
"ჩვენ ვიმყოფებოდით წილკანის დევნილთა დასახლებაში და მოვისმინეთ პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს. ძალიან მძიმე პირობებია, მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა, არ არის ტრანსპორტი, აფთიაქი და ენერგომომარაგების მხრივაც პრობლემებია", - აცხადებენ პარტიაში.
"განახლებული საქართველოსთვის" წარმომადგენლების თქმით, ახალგორის რაიონში მცხოვრები დევნილების მდგომარეობით არავინ ინტერესდება.

















