რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია
დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
ექსპერტები ზაზა გაბუნიას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს საკუთარ რეკომენდაციებს წარმოუდგენენ თვითმმართველი ერთეულების როლის გაზრდაზე საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფაზე შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით.
შეხვედრაზე განხილული იქნება, სანდო, ანგარიშვალებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების საკითხები და მექანიზმები, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული სტრატეგიის განხორციელებისა და მონიტორინგის შეფასების პროცესში.

















