logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუცია
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუცია
10:24 09.07.2019
2019 წლის 8 ივლისს ლუქსემბურგში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა ლუქსემბურგის დეკლარაცია, რომელშიც შევიდა რეზოლუცია საქართველოს შესახებ სახელწოდებით „უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო“.

რეზოლუციის პრეამბულა კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აქვე აღნიშნულია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა.

რეზოლუციის პრეამბულაში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, რაც რუსეთის უკანონო ქმედებების, მათ შორის, ინტენსიური სამხედრო აღმშენებლობისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ პრეამბულა მკაცრად გმობს სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს.

პრეამბულაში საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას თავიანთი წარმოშობის ადგილებში.

პრეამბულა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ერთადერთ მონიტორინგის მექანიზმს ადგილზე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, შევიდეს ოკუპირებულ რეგიონებში.

საპარლამენტო ასამბლეა ასევე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და ხაზს უსვამს გალში მექანიზმების აღდგენის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის ძირითად ნაწილში მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები, შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

საპარლამენტო ასამბლეა მიმართავს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და ადამიანის უფლებების დარღვევები, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთი წარმოშობის ადგილებში და დაუშვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები ოკუპირებულ რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შესახებ“ და მოუწოდებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებს, დააკისრონ სანქციები იმ პირებს, რომლებიც დამნაშავედ არიან ცნობილნი ან ბრალი ედებათ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ხსენებული რეზოლუციის შესაბამისად.

საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას, მათ შორის, საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ცალმხრივად ვალდებულების აღებასა და შესრულებას და მოუწოდებს რუსეთს, მოიქცეს მსგავსად.

დაბოლოს, საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუციის ძირითად ნაწილში მოუწოდებს ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეობას, გააორმაგოს ძალისხმევა საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღსადგენად, რომელსაც ექნება სრული წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა