logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი გიორგი გაბუნიას მონოლოგზე: ეს არ იყო უბრალოდ ბილწსიტყვაობა და არაეთიკური გამოსვლა
თამარ ჩუგოშვილი გიორგი გაბუნიას მონოლოგზე: ეს არ იყო უბრალოდ ბილწსიტყვაობა და არაეთიკური გამოსვლა
09:53 09.07.2019
"ეს არ იყო უბრალოდ ბილწსიტყვაობა და არაეთიკური გამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი 2-ის დანარჩენი შემადგენლობა ცდილობს შეაფასოს როგორც ერთი ჟურნალისტის უზრდელური გამოხტომა და მეტი არაფერი. შესაბამისად, რეაგირების სახით, 2 თვე დაისვენებს” - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს ტვ პირველის ეთერში.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ისედაც დაძაბულ და მარტივად აალებად სიტუაციაში, მსგავსი პროვოკაციული გამოხტომები ყველას რეალური საფრთხის განცდას უჩენს

„ეს არის ნარატივი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მათი მხრიდან. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ უზრდელობა, იმიტომ, რომ რუსთავი 2-სგან უზრდელობას, არაეთიკურ გამოსვლებს, ლანძღვას, გინებას, შეურაცხყოფას, დიდი ხანია მიეჩვია ყველა. ეს არის მათი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, ასე იქცევიან. ამიტომ. გუშინ რომ დირექტორი ეთიკურებისკენ მოუწოდებდა გაბუნიას, სასაცილოდ ჩანდა მგონი ეს ყველაფერი.

იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი რომელიც თვეების განმავლობაში ამკვიდრებდა ამ ლანძღვა გინებას და უზრდელობას ტელეეთერში. საქმე ამაში არ იყო, რომ მან იუზრდელა და მან არაეთიკურად გამოხატა თავის აზრი, ეს არ ყოფილა პრობლემა, ამას არ გამოუწვევია საზოგადოების აღშფოთება, ეს უჩვეულო ერთიანობა რასაც ადგილი ჰქონდა, გამოიწვია იმან, რომ ისედაც ძალიან დაძაბულ, ისედაც უმარტივესად აალებად სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ და ჩვენი ქვეყანა არის, დამატებითი პროვოკაციული გამოხტომები და კიდევ უფრო სწრაფად და კარგად აალების დამატებითი მცდელობები, ყველას უჩენს რეალური საფრთხის განცდას.

მე ბუნებრივია, არ ვამბობ იმას, რომ ეს ომს გამოიწვევდა და ა.შ. მაგრამ ამას თავის შედეგები მოჰყვა და მოჰყვება. მოდის სულ უფრო მეტი ინფორმაცია რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს და რამდენადაც მე მესმის, სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან და სახლიდან ვერ გამოდიან იმდენად დიდი არის მათ მიმართ აგრესია. ეს არის უდიდესი რაოდენობით ქართველები და ეს დიახ, გუშინდელი განცხადების გამო.

ჩვენ ვნახეთ შედეგები, გაბუნიას გამო, შეიძლება ყველაფრის გამო, ერთად მიიღეს გადაწყვეტილება ფულადი ტრანსფერების აკრძალვის შესახებ, ვაჭრობის აკრძალვის შესახებ და აშ. ანუ ფაქტობრივად სრული ეკონომიკური ემბარგო ისევ ამოქმედდა, რაც არის მთელი კომბინაცია და ყველაფრის შედეგი და არ ვამბობ, რომ მხოლოდ გაბუნიამ გამოიწვია ეს, ვამბობ იმას რომ აალებადი არის მარტივად, ახლა იმდენად არის დაძაბული ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის” - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება გამოხმაურებებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, გამოხმაურება აუცილებელი იყო.

„გუშინ მთელ საზოგადოებას პანიკა ჰქონდა. პანიკა იყო მთელს ქვეყანაში. ადამიანებს ჰქონდათ საფრთხის შეგრძნება. იმიტომ გადაირია ქვეყანა, რომ უზრდელია გაბუნია? ამიტომ გაგიჟდა გუშინ ხალხი? იმით ვიყავით გადარეულები, რომ აღმოვაჩინეთ რუსთავი 2- ში უზრდელი ადამიანი? ხელისუფლებამ უპასუხა იმ შედეგებს, რამაც ეს გამოიწვია. მეც გამოვეხმაურე და მიმაჩნია, რომ საჭირო იყო. თავიდან, რომ გამხდარიყო ამის გაკეთება საჭირო, იგივეს ვიზამდი, იმიტომ, რომ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა ეს გამოხმაურებები და არა იქიდან გამომდინარე, რომ გაბუნია მიაჩნია ვინმეს მნიშვნელოვან აქტორად და პირად", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა