პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ და საბურთალოს
რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანდრია ურუშაძემ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გვირაბი დაათვალიერეს.
იყალთოს გვირაბი ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა, რაც ვაკისა და საბურთალოს მიმართულებით მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს.
გვირაბის დათალიერების შემდეგ, უგულავა და ურუშაძე სამკურნალო ცენტრ „მედკაპიტალის“ პერსონალს შეხვდნენ. ექიმებთან საუბრისას მათ დაზღვევის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ექიმებთან შეხვედრის შემდეგ, გიგი უგულავა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზემო ვეძისში მოტოცილკეტების მცირე საწარმოსაც ეწვივნენ, სადაც სახემწიფოს მიერ პროფსასწავლებლების დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

















