logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი მარგველაშვილი: ის, რაც გუშინ მოვისმინეთ რუსთავი 2-ის ეთერში, იყო კარგად გათვლილი და დაგეგმილი პროვოკაცია
გენადი მარგველაშვილი: ის, რაც გუშინ მოვისმინეთ რუსთავი 2-ის ეთერში, იყო კარგად გათვლილი და დაგეგმილი პროვოკაცია
17:08 08.07.2019
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მაგველაშვილი "რუსთავი 2" -ის ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მბობს, რომ ეს იყო კარგად გათვლილი და დაგეგმილი პროვოკაცია.

"ის, რაც გუშინ მოვისმინეთ რუსთავი 2-ის ეთერში, იყო კარგად გათვლილი და დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არეულობის შექმნას და რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობის დაძაბვას. პასუხისმგებლობას მხოლოდ გიორგი გაბუნიას ვერ დავაკისრებთ, მიუხედავდ იმისა, რომ ის საავატორო გადაცემის წამყვანია, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მიერ მიტაცებულ ტელევიზიას, რომლებიც წლებია ემსახურებიან ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის შექმნას და ქვეყნის გარეთ ურთიერთობის დაძაბვას. ეს მათი უბინძურესი პოლიტიკაა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის განახლებას ემსახურება. ჟურნალისტის გუშინდელი გადაცემა, უპასუხისმგებლო „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის შედეგია. ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი მმართველობის პერიოდში მიგვიყვანა იმ მძიმე შედეგამდე, რასაც 2008 წლის ომი ჰქვია, ჩვენი მიზანი კი ყოველგვარი კონფლიქტის თავიდან აცილებაა. ახლაც დიდი საფრთხის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო, მითუმეტეს, რომ უკვე მივიღეთ რუსეთის სახელმწიფოსგან რეაქცია, რამაც, პირველ რიგში, ქართულ ეკონომიკას მიაყენა ზიანი.
ეს იყო საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე წარმოებული „ჭკვიანურად დაგეგმილი“ პროვოკაცია, რომლის უკან არა, მხოლოდ ერთი გადაცემის წამყვანი, არამედ ნაციონალური მოძრაობა“ დგას. მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, პირდაპირ აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს მსოფლიო ასპარეზზე.
და ბოლოს, ყველაზე მთავრი კითხვა, რაც გაჩნდა ამ მოვლენების შემდეგ:
1. რატომ გააკეთა მსგავსი განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე (ცნობილია, რომ 18 ივლისს რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება)?
2. რას ემსახურება რუსთავი 2-ის ეთერში გასული პროვოკაციული გადაცემა, იმ ფონზე, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური უეთიერთობა დაიძაბა? განვითარებულმა მოვლენებმა კი საფუძველი მისცა რუსულ სახელმწიფოს შეეწყვიტა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ასევე შესაძლოა შეწყდეს ქართული ღვინისა და წყლის შეტანა და აიკრძალოს ფულადი გზავნილები.

იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება სწორად შეაფასებს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ნათლად დაინახავს პროვოკაციის ნამდვილ სათავეს." - წერს  გენადი მარგველაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა