logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გუნდის სურვილი და პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაში ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა უზრუნველვყოთ
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გუნდის სურვილი და პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაში ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა უზრუნველვყოთ
14:27 08.07.2019
„საარჩევნო სისტემის ცვლილება და კანონმდებლობის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ასევე, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანია, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები ფართო ჩართულობით განხორციელდეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს სამუშაო პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ჩართულობა იმედს მაძლევს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ გარემოში, მაქსიმალურად თანამშრომლობის პრინციპების გათვალისწინებით და შედეგზე ორიენტირებული პროცესით წავალთ წინ და მივიღებთ იმ ცვლილებებს, რომელიც ახლა ასეთი მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება გუშინ და დღეს შესაძლოა, სხვა საკითხებზეა გადატანილი, მე მაინც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხაზგასმით ვიტყვი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ასევე, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრის პირველი დღე ეუთოს რეკომენდაციების დეტალურ განხილვას დაეთმობა.

„დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, ასევე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს შესაძლებლობა გამოთქვას პოზიცია და წარმოადგინოს შეთავაზებები. შემდეგ უკვე შევთანხმდეთ, თუ რა არის ის მთავარი საკითხები, რომელზეც მუშაობას განვაგრძობთ ამ და შემდეგი შეხვედრის ფარგლებში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 8-10 ივლისის გასვლითი შეხვედრა ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, ვიდრე მმართველი გუნდი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებდა, შესაბამისად, ფორმატში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

მმართველი გუნდის სურვილი და მზადყოფნა - უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პროცესში ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ჩვენი სურვილი და პოზიცია არის, რომ უზრუნველვყოთ პოლიტიკური პარტიების ჩართულობა ორივე სამუშაო პროცესში და შესაბამისად, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ჩავრთოთ პოლიტიკური პარტიები ამ დისკუსიაში. არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, გარდა პროპორციული არჩევნებისა და ნულოვანი ბარიერისა, რომელიც ეხება კამპანიების მენეჯმენტს, პარტიების დაფინანსების საკითხს, არჩევნების დღეს, საარჩევნო კომისიებს და ა.შ. “,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას მართავს.

სამი დღის განმავლობაში, ჯგუფის წევრები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ იმსჯელებენ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, ასევე, მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა