logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზაფხულის პირველი აკადემია დასრულდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის ზაფხულის პირველი აკადემია დასრულდა
12:52 08.07.2019
1-6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ზაფხულის პირველი აკადემია ბორჯომში ჩატარდა. ღონისძიება, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის საკითხებსა და ამ მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

ზაფხულის აკადემიის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელორუსის საკანონმდებლო ორგანოების აპარატის თანამშრომლებმა საპარლამენტო ზედამხედველობის ზოგადი პრაქტიკა განიხილეს და ყურადღება ისეთი მექანიზმების მნიშვნელობასა და შედეგებზე გაამახვილეს, როგორიცაა, თემატური საკომიტეტო მოკვლევა, კანონმდებლობის ეფექტურობის განსაზღვრა და პეტიციები.

ერთკვირიანი ინტენსიური კურსის მანძილზე, მონაწილეებს აღნიშნული მიმართულებებით გამოცდილება გაუზიარეს ლიეტუვას პარლამენტიდან, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმიდან, ესტონეთისა და საქართველოს პარლამენტებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატებს შორის ე.წ. „თბილისი მემორანდუმით“ ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში გამართული ღონისძიებებიდან, ზაფხულის აკადემია პირველი ღონისძიებაა, სადაც ექსპერტად მოწვეული იქნა ქსელის წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი.

საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა ზაფხულის აკადემიის მონაწილეებს ესაუბრა საქართველოს პარლამენტში პირველი თემატური საკომიტეტო მოკვლევის პროცესისა და მიღწეული შედეგების შესახებ, მათთან ერთად შეაფასა თემატური საკომიტეტო მოკვლევის, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტურობა და მნიშვნელობა. აკადემიის დიდი ნაწილი პრაქტიკული ხასიათის სამუშაოებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები თემატური საკომიტეტო მოკვლევისა და კანონმდებლობის ეფექტურობის განსაზღვრის მიმართულებით სამუშაო პროცესის სპეციფიკას, გამოწვევებსა და წარმატებულ პრაქტიკას გაეცნენ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ღონისძიების მონაწილეებს ზაფხულის აკადემიის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს აპარატის ინიციატივით, ე.წ. „თბილისი მემორანდუმის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ზაფხულის აკადემია სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა