logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: აღმოსავლეთ პარტნიორობამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მანძილი მნიშვნელოვნად შეამცირა
დავით ზალკალიანი: აღმოსავლეთ პარტნიორობამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მანძილი მნიშვნელოვნად შეამცირა
12:48 08.07.2019
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოცემა Euroactive-ში ოპედი გამოაქვეყნა.

მინისტრის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავი - საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოსთვის ამ თარიღის პოლიტიკური შემადგენლისა და მნიშვნელობის შესაფასებლად.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, აღმოსავლეთ პარტნიორობა პირველ რიგში, გაბედული, ნოვატორული და პოლიტიკური ინიციატივაა, რომელმაც ექვსივე პარტნიორი ქვეყანა თავიანთი ინდივიდუალური პრიორიტეტების, ამბიციებისა და სასტარტო პოზიციების შესაბამისად, ევროკავშირთან დაახლოვა.

სტატიაში მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ამ ინიციატივის ფარგლებში მიიღო. კერძოდ, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირის უახლოეს სტრატეგიულ პარტნიორად იქცა. ამასთან, დღეს საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირის მთელ რიგ პროგრამებსა და სააგენტოებთან წვდომა. „მანძილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვნადაა შემცირებული. სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთ პარტნიორობა, პირველ რიგში, ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური მანძილის შემცირებას გულისხმობს“ - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც ზალკალიანი წერს, საქართველოს მიზანია განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა და გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა და ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად.

მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მიზანი ქართველი ხალხის სუვერენული და ცივილიზებული არჩევანია, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. „პირიქით, ის გულისხმობს ჩვენს ცვალებად რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიის არეალის გაფართოებას, რაც ყველასთვის სარგებლის მომტანია და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაპირობაა“ - ნათქვამია სტატიაში.

Euroactive-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ დაწყებამდე გამოქვეყნდა. კონფერენციის მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის განვლილ 10 წელს შეაფასებენ და მომავლის გეგმებს დასახავენ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა