logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით მათიკაშვილი: შაბათის "კურიერის" პრომოს ვუყურე და მივხვდი, ძალიან გაუჭირდება "რუსთავი 2"-ს იმის არშემჩნევა, რომ უბრალოდ სასაცილოები არიან
დავით მათიკაშვილი: შაბათის "კურიერის" პრომოს ვუყურე და მივხვდი, ძალიან გაუჭირდება "რუსთავი 2"-ს იმის არშემჩნევა, რომ უბრალოდ სასაცილოები არიან
09:58 07.07.2019
"სერიოზულობიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯი რომ არის, სააკაშვილმა, გვარამიამ, მელაძემ და მთელმა რუსთავი 2-მა კარგად იცის, თუმცა ცდილობს არ შეიმჩნიოს. გადაფაროს საკუთარი ტყუილები ტელეწამყვანის დამაჯერებელი ტონით, არარსებული ფაქტების გამოგონებით, არსებულის დამახიმჯებით და ა. შ" - წერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი შაბთის "კურიერში" გასული რეპორტაჟის შესახებ, სადაც მას "კოლექციონერი" უწოდეს.

მისი თქმით, შაბათის "კურიერის" რეპორტაჟი სასაცილო და შეუსაბამო იყო.

"შაბათის კურიერის პრომოს ვუყურე და მივხვდი, რომ ძალიან გაუჭირდება რუსთავი 2-ს იმის არ შემჩნევა, რომ უბრალოდ სასაცილოები არიან და თან ძალიან.

"მინიოლიგარქები" - როგორ მოგწონთ, ჩემზე გააჟღერეს "კოლექციონერიო" ჩემი ოჯახი, ყოველი თვის ბოლოს ასე მოუთმენლად რატომ ელოდება დეპუტატის ხელფასს, თუ მაგასაც მეტყვიან ჩემს "ოლიგარქობას" და "კოლექციონერობასთან" ერთად დიდად დამავალებენ, ან როგორ ესადაგება ოლიგარქობა და ხელფასის ყოველთვიური მოლოდინი ერთმანეთს იქნებ ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი მოცემულობაც აგვიხსნან ცისფერი ეკრანებიდან.

მწერენ ჩემი მეგობრები, ნაცნობები და უცნობებიც საკმაოდ, მირჩევენ არ ინერვიულოო, შენ კარგად გიცნობენ და ისიც კარგად იციან რომ რუსთავი 2 ტყუილს ტყუილზე ამბობსო, ჩემმა უახლესმა მეგობარმა რჩევა მომცა ჯერ დაელოდე სრულ სიუჟეტს, ნახე რას ამბობენ და ისე გაეცი პასუხიო. რა აზრი აქვს? რას დაველოდო? გვარამიას და მელაძის ფანტაზიებს??? ან რა ვქნა ეხლა, დავიწყო თავის მართლება და იმის მტკიცება რომ "მინიოლიგარქი" არ ვარ. არ არის ეხლა ეს სასაცილო???

აქ მართლა არ ვაპირებ არაფრის დამატებით ახსნას, ამოიღონ ჩემი არაერთი ინტერვიუ და დეტალურად გაეცნონ მათ, ამობეჭდონ ჩემს მიერ წლების განმავლობაში ჩაბარებული დეკლარაციები და აუცილებლად მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვეულებრივი მატყუარები და უბრალოდ, ძალიან სასაცილოები არინ.
თუმცა ამას რა თქმა არ შეიმჩნევენ. იცით რატომ??? იმიტომ რომ რუსთავი 2 ის და ნაციონალური მოძრაობის მიზანი სიმართლის გარკვევა არ არის და არც ყოფილა არასდროს (ორიგინალური არაფერი მითქვამს, ეს ისედაც კარგადაა ცნობილი საზოგადოებისთვის) , ამ ცრუ, პარტიული ტელევიზიის მიზანი საზოგადოების თვალში ადამიანთა გაშავება და ჩარეცხვაა, სააკაშვილისეული ჩარეცხვის პოლიტიკის "ღირსეული" გაგრძელებაა, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე აქაც ძალიან უჭირთ, უჭირთ რადგან 2012 წელს, სააკაშვილი იძულებული გახდა ხელიდან გაეშვა კონტროლი ყველა სახის მედიასაშუალებაზე და შესაბამისად, სივრცე ტყუილების სიმართლედ გასაღებისა, მაქსიმალურად შემცირდა, დარჩა მხოლოდ პარტიული ტელევიზია, პარტიული დიქტორებით და საზოგადოებისთვის ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიებით.

მივმართავ რუსთავი 2-ს, "ვწუხვარ" მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ცრუპენტელები, მატყუარები და უბრალოდ ძალიან სასაცილოები ხართ. რა თქმა უნდა, ეს ყველა რუსთავი ორელს არ ეხება, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსთავი 2 შიც მუშაობენ წესიერი, პატიოსანი და თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები, უბრალოდ ის არ ვიცი სააკაშვილი -გვარამიას ამორალურ ტანდემთან როდემდე შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას!!!" - წერს მათიკაშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა