logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკა ლალიაშვილი: ეს იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა, რისი პასუხიც იყო მოგერიება
ნიკა ლალიაშვილი: ეს იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა, რისი პასუხიც იყო მოგერიება
10:07 06.07.2019
„ეს პროტესტი თავიდან ბოლომდე იყო ცალსახად სახელმწიფო გადატრიალების, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა, რისი პასუხიც იყო მოგერიება და ამ მოგიერიების დროს თუ საჭირო იქნებოდა ლეტალური იარაღის გამოყენება, ესეც ლეგიტიმურად ჩაითვლებოდა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში პირისპირ ანალიტიკოსმა ნიკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციაც კი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში სიცოცხლის უფლებაც კი არ არის აბსოლუტური და ისიც შეიძლება დაირღვეს.

„ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც მოიგერია პოლიციამ, ეს იყო აუცილებელი მოგერიების რეჟიმი პრაქტიკულად ამბოხების წინააღმდეგ. ამბოხების ჩახშობის მდგომარეობა იყო კანონიერი ღონისძიებებით. ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციაც კი ამბობს, რომ ამ შემთხვევებში სიცოცხლის უფლებაც კი არ არის აბსოლუტური და ისიც შეიძლება დაირღვეს, ანუ, ორ შემთხვევაში - ერთი, როდესაც ხდება აუცილებელი მოგერიება და გარდაუვალია ძალის გამოყენება, ხოლო მეორე - როდესაც ლაპარაკია ამბოხების ან აჯანყების კანონიერი ღონსძიებებით ჩახშობაზე. ამ შემთხვევაში პოლიციას შეეძლო გამოეყენებინა ლეტალური იარაღი“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, ეს ეგრეთწოდებული გულწრფელი პროტესტი დასაწყისშივე იყო მარგინალიზებული.

„არცერთ ეტაპზე ეს არ ყოფილა გულწრფელი პროტესტი. ეს იყო მოწოდება ტელეეკრანებიდან, ეს იყო პროვოკაციული მოქმედება, როდესაც იმ სკამზე დასკუპდნენ დეპუტატები, იქიდან მოუწოდებდნან ხალხს მოსვლისკენ, მოვიდა პარტაქტივი, მათ საშვებით შემოიყვანეს ისინი პარლამენტის შენობაში, ნუ გვავიწყდება, რომ როცა გარეთ შტურმი მიდიოდა, ისინი შიგნით იმყოფებოდნენ. ეს იყო ორგანიზებული შტურმი, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი, ეს 20 ივნისს არ მომზადებულა, ეს იგეგმებოდა. გავრილოვის ჩამოსვლის შესახებ საქმის კურსში იყო ოპოზიცია, გავრილოვთან ოპოზიციის წამომომადგენლების ფოტოებიც არსებობს. ყველამ ყველაფერი იცოდა, სხვა საქმეა, რომ ეს იყო მახე და ამაზე წამოეგო ხელისუფლება“ - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მაგალითად, აშშ საელჩოს წინ რომ იყოს აგრესიული ანტიამერიკული მიტინგი და გადაწყვიტოს საელჩოს შენობაში შეღწევა, იქ აუცილებლად გამოიყენებენ ლეტალურ იარაღს, ისევე, როგორც ეს მოხდა თეთრ სახლთან. თუ კონგრესის შენობასთან მიტინგს აპირებ, რამდენიმე დღით ადრე უნდა მიაწოდო ინფორმაცია როგორც მიტინგის, ისე იმის შესახებ, თუ რა ეწერება ტრანსპარანტებზე. ასეთ შემთხვევაშიც კი, თუ პატარა გადაცდომა გექნა, დაგაპატიმრებენ. ასეთ გადაცდომებზე წელიწადში ათასობით ადამიანს აპატიმრებენ.

„ჩვენ ამას ვერ ვიღებთ. ჩვენ ვართ ხალხი, რომლებმაც ვნახეთ ვარდების რევოლუცია. ჩვენი ახალგაზრდობისთვის ვარდების რევოლუცია ცალსახად პოზიტიური მოვლენაა. ჩვენ მიგვაჩვიეს იმას, რომ ხელებაწეული, მშვიდობიანი პროტესტით, ვარდებით ხელში თუ შევალთ პარლამენტის შენობაში, ამაში ცუდი არაფერია. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოოთ და ჩვენ ეს გვეკუთვნის. ანუ, ერთის მხრივ, გვინდა ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი, სადაც სახელმწიფო დაწესებულებები სიჩუმის ზონად არის გამოცხადებული, მეორეს მხრივ, თუ რამე არ მოგვეწონა, გვინდა, როგორც მესამე სამყაროში, ძალით შევარდეთ და ავიღოთ პარლამენტის შენობა“, - აცხადებს ლალიაშვილი.

მისივე თქმით, ასეთი გულწრფელი პროტესტის ტალღაზე იგეგმებოდა შეჭრა ხორავას ქუჩის ტრაგედიის და მაჩალიკაშვილის შემთხვევებშიც.

„სცენა გულწრფელი პროტესტის რევოლუციაში გადაზრდის სპექტაკლისთვის უკვე მზად იყო - ენჯეოების კარვები გაშლილი, პოლიტიკოსების პლატფორმა მომზადებული, რუსთავი 2-ის გადასაღები მოედანი კი გამართული“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა