logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტის თქმით, ახალციხეს 2013 წელს 100 ათასი ვიზიტორი ეწვევა
პრეზიდენტის თქმით, ახალციხეს 2013 წელს 100 ათასი ვიზიტორი ეწვევა
10:29 17.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხის რეაბილიტირებული ცენტრის გახსნისას განაცხადა, რომ რაბათი საქართველოს აღმშენებლობის  სიმბოლოა და მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქვეყანაში აღმშენებლობა მაინც გაგრძელდება.

მისი თქმით, ახალციხე, ფაქტიურად თავიდან შენდება.

„თუკი, ახალციხეში აქამდე წელიწადში 100-150 ადამიანი ჩამოდიოდა, თავს დავდებ, რომ შემდეგ წელს ამ ქალაქს 100 ათასი ვიზიტორი ეყოლება, რომელიც ფულს დატოვებს თითოეული ახალციხელის ბიზნესში - კაფეში, სასტუმროში, კვების ობიექტებსა და სოფლის მეურნეობაში“ - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ციხის აღდგენის მთავარი ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი იყო, რომელიც „ამ ციხის მახლობლად დაიბადა და ნამდვილი გმირია“.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რაბათის ციხეში აღდგენილია უძველესი, მე–9 საუკუნის ქართული ეკლესია, რომელშიც დღეს პირველად აღევლინა წირვა.

მისი განცხადებით, რაბათის შემდეგ გორის ციხე უნდა აღდგეს.

სააკაშვილის თქმით, ვისაც ამ ციხის და ბაგრატის ტაძრის აღდგენა არ უნდოდა „იგივე ხალხია, ვისაც დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვს“.

„დარწმუნებული ვარ, აქ ერთხელაც არ არიან ნამყოფი და წარმოდგენაც არ აქვთ სად იყო ახალციხე და რა იყო რაბათი“ - განაცხადა სააკაშვილმა.

რაბათის გახსნის საზეიმო ცერემონია გუშინ საღამოს გაიმართა. საზეიმო ღონისძიებები ფრანგი მომღერლის, წარმოშობით ახალციხელი ეთნიკური სომეხის შარლ აზნავურის კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა