საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში ახალი ფარმაცევტული საწარმო "აბიფარმი"დაათვალიერა.
იგი საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხით დაინტერესდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, "აბიფარმში" 3 მლნ დოლარზე მეტი კერძო ინვესტიცია განხორციელდა და იქ 30 მოქალაქეა დასაქმებული. მათ შორის არიან წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილები.

















