logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გულუას მიიჩნევს, რომ გვასალიას მისი საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება აიძულეს
გულუას მიიჩნევს, რომ გვასალიას მისი საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება აიძულეს
19:13 16.08.2012
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა მიიჩნევს, რომ მის ყოფილ თანამოაზრეს, პარტიის რეგიონალური სამსახურის ყოფილ უფროსს ლაშა გვასალიას მისი საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება აიძულეს.  ამის შესახებ გულუამ ჟურნალისტებს დღეს სკაიპ-კონფერენციაზე განუცხადა.

როგორც გულუამ აღნიშნა, ლაშა გვასალია, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან ნუგზარ წიკლაურთან მუშაობდა, გარკვეული ხნის წინ გაიცნო. მისივე თქმით, მაშინ გვასალიამ საქართველოს პატრიარქთან ფიცი დადო, რომ გულუას არასოდეს უღალატებდა. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი განცხადებები გვასალიას საკუთარი სურვილით არ გაუკეთებია, რადგან ის ბუნებით პატიოსანი ადამიანია.

დღესვე, ჟურნალისტებს 14 ივლისის ვიდეოჩანაწერი უჩვენეს, სადაც გვასალია აცხადებს, რომ თუ ოდესმე გულუას წინააღმდეგ რაიმეს იტყვის, „ან გონზე არ იქნება ან სიკვდილის პირას იქნება და ან ყველაფერი მისი ზომბირების შედეგად მოხდება“.

„დარწმუნებული ვარ, ლაშა ცუდ სიტუაციაშია და იძულებეულია ასეთი განცხადებები გააკეთოს. მე ის არ მძულს, პირიქით თუ ეშველება, მზად ვარ ყველაფერი ქრისტიანულად ვაპატიო“- განაცხადა გულუამ.

ბიზნესმენი გვასალიას განცხადებების მიზეზად 2 ვერსიას განიხილავს - ის ეჭვობს, რომ გვასალია ხელისუფლებამ აიძულა გულუას წინააღმდეგ ელაპარაკა, რათა პარტიაზე ზეწოლა განახორციელოს. ამასთან, გულუა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას აწყობს გვასალია და მისი გუნდი „ქართულ ოცნებაში“ შევიდეს, რათა იქიდან მათი საშუალებით ინფორმაცია მიიღოს.

გულუა აცხადებს, რომ თავად „ქართულ ოცნებას“ გვასალიას გადაბირება არ სჭირდებოდა, ვინაიდან ის არ არის პიროვნება, რომელიც სამეგრელოში არჩევნების მოგებას შეძლებს. გულუა დარწმუნებულია, რომ გვასალიას გადაბირებაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს წვლილი არ მიუძღვის.

ბიზნესმენი მინიშნებებს კოალიციის ერთ-ერთ ლიდერზე აკეთებს, რომელმაც, მისი თქმით, „ლენგლის“ სკოლა დაამთავრა და ინტრიგების ჩახლართვის დიდოსტატია.

„მგონია, რომ ეს სპეცოპერაცია „ლენგლის“ სკოლის მოსწავლემ ჩაატარა, რომელსაც ძალიან უნდა სამეგრელოში ფეხი მოიკიდოს და რომელიც ამ დღეებში წარადგინეს, როგორც სამეგრელოს ღირსეული შვილი“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ფინანსურ დავალიანებებს, გულუა აცხადებს, პარტიას თბილისის რაიონული ორგანიზაციების თანამშრომლების მიმართ არავითარი სახელფასო დავალიანება არ აქვს. მისივე თქმით, პარტიაში გარკვეული ფინანსური პრობლემები იყო, რაც დაკავშირებულია ფულის გადარიცხვის საკანონდებლო სირთულეებთან. გულუას არ სურს ამ მოტივით დააჯარიმონ და ივანიშვილის მსგავსად ხელისუფლებისთვის ფულის გადახდა მოუწიოს.

რაც შეეხება გვასალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ კოალიცია „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ შეიქმნა, გულუა აცხადებს, რომ მან პარტიის შექმნის შესახებ განცხადება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე ადრე გააკეთა. პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ რეგიონული სამსახურის ხელმძღვალნელმა ლაშა გვასალიამ თანამოაზრეებთან ერთად დღეს განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს, ვინაიდან დარწმუნდა, რომ მინდია გულუა ქართული და რუსული სპეცსამსახურების აგენტია. ამასთან, მისი თქმით, პარტიას ტოვებს თბილისისა და რეგიონული ორგანიზაციების თითქმის მთელი შემადგენლობა და ისინი მხარს „ქართულ ოცნებას დაუჭერენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა