logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: კოჰაბიტაცია იმ ხარისხში, რა ხარისხშიც ჩვენ დავუშვით, მიუღებელია
დიმიტრი ხუნდაძე: კოჰაბიტაცია იმ ხარისხში, რა ხარისხშიც ჩვენ დავუშვით, მიუღებელია
12:18 03.07.2019
,,ჩვენი და საზოგადოების ძირითადი ოპონენტი არის ისევ „ნაციონალური მოძრაობა და ეს ,,ევროპული თუ აზიური ნაციონალური მოძრაობა“. აქ რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენია, მაგრამ თუნდაც 2012 წელს ორ ათეულზე მეტი „ ნაციონალური მოძრაობის „ წარმომადგენელი იჯდა პარლამენტში, დღეს კიდევ უფრო მეტია. რა თქმა უნდა ეს ადამიანები ჩვენ არ შემოგვიყვანია, ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერაც . უყურეთ რა მინდა ვთქვა ჩვენი პასუხისმგებლობაც დიდია , განსხვავებულად დიდი ვიდრე უბრალო მოქალაქის , რადგან ხელისუფლებაში ჩვენ ვართ და პოლიტიკას ჩვენ წარვმართავთ ამიტომ ჩემი და თითოეული ჩემი გუნდის წევის პასუხისმგებლობა არის ათჯერ მეტი , მაგრამ საზოგადოებასაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა , მაგრამ სამართლიანობის აღდგენას , მხოლოდ საზოგადოება ვერ გააკეთებდა რა თქმა უნდა ჩვენი ბრალეულობაცაა. ჩვენ იმ ხარისხში, რა ხარისხშიც შევპირდით საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას, ვერ მოვახერხეთ. ბევრი რამ დავიწყებას არის მიცემული , მაგალითად ადამიანებზე ქუჩაში განაჩენის გამოტანა , მაგალითად ღამით ბიზნესების გადაფორმება , მაგალითად ის , რომ ყველანი ციხეში შეძახილით და რაც ვთქვი, საუბედურო სტატისტიკა, საბედნიეროდ დღეს აღარ გვაქვს . რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიცვალა , მაგრამ ბევრი რამ კიდევ არის შესაცვლელი . მე არა ერთხელ მითქვამს , რომ სიძულვილის ენა ეს არის მიუღებელი და საქართველოში არ შეიძლება იყოს მზაობა იმდაგვარი , რომ ჩვენ მოქალაქეობრივ დაპირისპირებამდე მივიდეთ , მაგრამ კოჰაბიტაცია იმ ხარისხში რა ხარისხშიც ჩვენ დავუშვით ეს გარკვეულ წილად მიუღებელია.“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

დეპუტატის თქმით, ქვეყანამ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება და მსხვერპლი.

,,სამწუხაროა , რომ მშვიდობიანი აქცია შემდეგ გადაიზარდა ძალადობაში , მაგრამ რა თქმა უნდა მე, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელს მაქვს მეტი ინფორმაცია და მინდა გითხრათ ჩვენ თავიდან ავიცილეთ სახელმწიფო გადატრიალება და თავიდან ავიცილეთ მსხვერპლი .კიდევ ერთხელ ვამბობ , რომ მიუხედავად იმისა , რომ მათი ჯანმრთელობის ზიანის გარეშე ვერ დავასრულეთ ეს პროცესი კიდევ უფრო მძიმე შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პროცესი , რა თქმა უნდა ეს არ იყო შემთხვევითი . ეს ჩემი ღრმა რწმენით მაინც მოხდებოდა იმიტომ, რომ მათი გეგმა ხელისუფლებაში მოსვლის არის მხოლოდ დესტრუქციული ხასიათის ნუ ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანებს ევრო-ნაცები არიან თუ ნაცები , ერთ პოლიტიკურ ყალიბს გულისხმობს ხალხი , რომლის ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივი .მათი სტრატეგია იყო თითქოს , რომ გაიყვნენ ნაცებს ევრო-ნაცები გამოეყვნენ , მე ადრეც აღვნიშნე და ასეთი შეფასება გავაკეთე, რომ ვერცხლის წყალივით დაიფანტნენ ალბათ ეს მათი ტაქტიკური სვლა იყო და ვხედავთ არა ერთხელ ისევ ვერცხლის წყალივით შეერთდნენ . და თითქოს ზოგიერთ თემატიკაში ევრო-ნაცები ძირითად ნაცებს ემიჯნებიან , მაგრამ როცა კი მათ შანსი ეძლევათ , როცა კი მათ ააქვთ პირობა იმისა , რომ თავისი დესტრუქციული ხასიათი გამოამჟღავნონ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

მისი თქმით, ღამის ორის ნახევრამდე პოლიციის კორდონი იდგა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პერიმეტრზე. საზოგადოებამ იხილა ჩაფხუტების წართმევა , ქვების სროლა , რკინის კონსტრუქციების დაშლა , შეტაკება და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგონა, როგორ აგინებდნენ პოლიციელებს და ემუქრებოდნენ , როცა ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ.

,,ახალგაზრდებმა , ვინც იყვნენ გულწრფელები აბსოლუტურად მათ არ მიუშვეს პოლიტიკოსები სცენაზე, მათ არ მისცეს მიკროფონი, მათ არ მისცეს ასპარეზი , მაგრამ გვიან საღამოს უკვე , როცა ამ გულწრფელმა ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი და შემდეგ დაბრუნდნენ სახლში ის აგრესიული ძალა ერთი ნაწილი ჯგუფისა პროტესტანტების იყო რა თქმა უნდა მათთვის მართვადი და ეს გულწრფელი დამოკიდებულება გამოიყენეს იმისათვის , რომ მათ ქონდათ მცდელობა შეჭრილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. თქვენ ნახეთ სცენა სანამ დაიწყებოდა ძალადობრივი შეხლა-შემოხლა ღამის ორის ნახევრამდე პოლიციის კორდონი იდგა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პერიმეტრზე და მათ სანტიმეტრი არ გადმოუგდიათ წინ .თქვენ ნახეთ ჩაფხუტების წართმევა , ქვების სროლა , რკინის კონსტრუქციების დაშლა , შეტაკება და ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი იყო სხვათა შორის იქ მათი მონაყოლი ვიცი , როგორ გამოყავდათ პოლიციელები კორდონიდან და ცოლს ,შვილს აგინებდნენ და ემუქრებოდნენ , როცა ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ , მერე ენახათ მათი სურათი , არადა ეს სურათი ნანახი გვაქვს , ალბათ გახსოვთ თქვენ 2003 წლის შემდეგ 2012-მდე პატიმართა რიცხვი 25000-მდე გაიზარდა და ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი გამოდიოდა სასჯელ აღსრულების სისტემიდან . მე ამ ციფრს არ ვამბობ შემთხვევით მოტანილს , ზუსტ სტატისტიკას გეუბნებით ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე აიღო ეს პასუხისმგებლობა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და ერთერთმა დეპუტატმა მანდატი დატოვა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა