„პარლამენტის აღება წარმოუდგენელი რაღაცაა, რამდენიმე წუთში შეწყდა სხდომა, ის
კაცი აქედან გაფრინდა“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მიუღებელია ადამიანისთვის რაღაცეების სროლა და ფიზიკური შეხება.
„ხან გვინდა კავკასიელები ვიყოთ, ხან გვინდა ეს ვიყოთ, არ არის ეს ჯანმრთელი ამბავი. რაც გინდა ის დამაბრალეთ, არ წერია ეგ ამბავი არაფერში, რომ სტუმარს ასე მოექცე. მე ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე, ჩვენი პრინციპები, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მოვიქცეთ ღირსეულად”- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.
მისი თქმით, წარმოუდგენელია ამის გამო შტურმი და პარლამენტის აღება.
„მე არ მჩვევია პათოსური გამოსვლები, მე მარტო პასუხისმგებლობას კი არ ვგრძნობ, უარესს ვგრძნობ, ძალიან მტკივა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა ძვირი ჯდება არასტაბილურიობის ასეთი ხარისხი. მე კარგად ვიცი ყოველი ლარის ფასი, იქნება ეს ტურიზმიდან, თუ ექსპორტიდან. გულწრფელად გეუბნებით“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

















