"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" რომელიმე კოალიციაში ან საარჩევნო ბლოკში გაწევრიანებას არ აპირებს,
თუმცა, მზადაა საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკური ინტერესი გვერდზე გადადოს.
როგორც დღეს მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრმა გია კობახიძემ განაცხადა, მოძრაობა უარს ამბობს მანდატებსა და პორტფელებზე.
"გამოვთქვამთ მზადყოფნას შევასრულოთ ყველაზე მძიმე სამუშაო, იმისთვის, რომ 2102 წლის საპარლამენტო არჩევნები სააკაშვილისთვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" უკანასკნელი არჩევნები იყოს", - განაცხადა მან.
მისი განმარტებით, შავ და მძიმე სამუშაოში ყველაზე რთულ პერიოდში ყველაზე რთულ პოზიციებზე დგომა იგულისხმება.
"პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლიდან დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს. ხალხი დიქტატურის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს, უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ხელისუფლება სხვადასხვა სახის აქტივობებით მუდმივი წნეხის ქვეშ უნდა იყოს", - განაცხადა მან.

















