პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივა
,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაცია სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დაანონსა.
არჩევნებზე ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

















