სერგეი გავრილოვი საქართველოში სტუმრობას გეგმავს.
ამის შესახებ მან "კურიერთან" სატელოფონო საუბარში განაცხადა.
მისი თქმით საქართველოში შვილებთან ერთად სურს ჩამოსვლა, რიგითი მოქალაქის სტატუსით და იმედოვნებს, რომ საქართველოში შემოუშვებენ.
„მინდა შემოდგომით საქართველოში ჩამოვიდე, რადგან ეს ქვეყანა ისევე როგორც ბევრი რუსისთვის ახლო და საინტერესოა თავისი კულტურით. მინდა ჩამოვიყვანო ჩემი შვილები, რომ ნახონ საქართველო, მონასტრები, იცნობდნენ მის კულტურას და წეს - ჩვეულებებს. იმედი მაქვს, როდესაც რიგითი მოქალააქის სტატუსით ჩამოვალ ჩემი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. მე ვიყავი ჩამოსული დიპლომატიური პასპორტით, ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის სახელით ჩამოსული და ვერც ამან მიხსნა თავდასხმისგან. იმედი მაქვს შემომიშვებენ. არ არსებობს საფუძველი, რომ საქართველოში არ შემომიშვან. შეცდომები უნდა ვაღიაროთ, ბოდიში მოვიხადოთ და მომავლისკენ გავიხედოთ. ადრე თუ გვიან ჩვენ შევძლებთ ნორმალური ურთიერთობების აღდგენას“, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

















