logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ამომრჩეველთა ლიგის“ აზრით, არჩევნების გაყალბება მიწერილი და უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის ხარჯზე იგეგმება
„ამომრჩეველთა ლიგის“ აზრით, არჩევნების გაყალბება მიწერილი და უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის ხარჯზე იგეგმება
14:13 16.08.2012
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგა“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ორი კატეგორიის - საარჩევნო სიაში მიწერილი და უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის საშუალებით გეგმავს.  ლიგა, ამის დასტურად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროებაზე უარის თქმას ასახელებს.

როგორც ლიგის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლევან ჩიკვაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ამომრჩეველთა ლიგამ“, სახელმწიფოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროება მოსთხოვა, თუმცა, ეს არ მომხდარა.

ელექტორატს ინფორმაციაზე წვდომა მკაცრად ლიმიტირებულად და მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით აქვს, რაც სიაში მანიპულაციის საშუალებას იძლევა.

ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობას, მათ შორის უცხოეთში მყოფ ამომრჩევლებს, საშუალება არა აქვთ საკუთარი თავი გადაამოწმონ იმ წესით, რასაც ხელისუფლება სთავაზობს.

ამასთან, ჩიკვაიძემ ყურადღება მიაქცია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 235 ათასით გაზრდას, რასაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა 1 აგვისტოს სახელმწიფო კომისიის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის სიის გადაცემის პროცესში.

„ამომრჩეველთა ლიგა“ სახელმწიფო კომისიისგან უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის რაოდენობის გამოქვეყნებას მოითხოვს, რომელიც მათივე განცხადებით, მათ სასაზღვრო პოლიციამ მიაწოდა. საზოგადოებას აინტერესებს რა ინფორმაცია აქვს სახელმწიფოს, რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი ორივე მიმართულებით“ - აღნიშნა ჩიკვაიძემ.

მისივე თქმით, დღეს, „ამომრჩეველთა ლიგამ“ საარჩევნო სიის საჯარო ნაწილის ელექტრონული ვერსიის გადმოცემის თაობაზე, ცესკო-ში წერილობითი მოთხოვნა შეიტანა. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამომრჩეველთა ლიგა“ საჯაროს გახდის ყველა მონაცემს, რომელიც მის მიერ ჩატარებული ალტერნატიული „კარდაკარის“ შედეგად გამოვლინდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა