logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, ეს არის ჩვენი მიდგომა
მამუკა ბახტაძე: ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, ეს არის ჩვენი მიდგომა
22:49 25.06.2019
ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, საუკეთესო მაგალითია 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესაფასებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, ვინაიდან მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კონსტიტუციასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევისთვის გამოიყენეს, რაც მიუღებელია.

„ეს იყო პირდაპირი შეტევა კონსტიტუციაზე, სტაბილურობაზე, ვინაიდან ეს პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი ბოლო წლებია, ორიენტირებული არიან შემოიტანონ არასტაბილურობის განცდა, საზოგადოების პოლარიზაცია და ბოლო დღეების მოვლენებმა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ყველაზე მძიმეა, რომ ამ მოვლენების შედეგად ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები დაშავდნენ. მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, მომხდარს მიეცემა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება, მათ შორის ძალის შესაძლო გადამეტების მიმართულებით; გამოძიების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კი, პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ომბუდსმენს და საერთაშორისო საზოგადოებას.

„ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე. ეს არის ჩვენი მიდგომა. ის, რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ, იყო სრულიად მიუღებელი და გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი პროტესტი და ჩვენ ვუერთდებით ამ შეფასებას; საღამოს ვიხილეთ მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი პარლამენტის წინ; სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისე, როგორც მას და მის ლიდერს სჩვევია, გულწრფელი ემოციები პროვოკაციებისთვის გამოიყენა და ესეც ყველამ კარგად დაინახა; რასაკვირველია, შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს პროვოკაციულ ქმედებებს და კითხვის ნიშნებს, ზოგიერთი სამართალდამცავის მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებაზე. ეს არის იმ შეფასებების ჩარჩო, რომელიც მე მაქვს ამ საკითხზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა