logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ის, რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, შეცდომაა და ჩვენი საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გამოიწვია, რომელიც შემდგომ „ნაცმოძრაობამ“ პროვოკაციისთვის გამოიყენა
მამუკა ბახტაძე: ის, რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, შეცდომაა და ჩვენი საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გამოიწვია, რომელიც შემდგომ „ნაცმოძრაობამ“ პროვოკაციისთვის გამოიყენა
22:23 25.06.2019
ის, რაც 20 ივნისს მოხდა პარლამენტში, არის შეცდომა, ეს არ უნდა მომხდარიყო; ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი ვნებათაღელვა, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც შემდგომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა პროვოკაციისთვის და შედეგად დაზარალდნენ ადამიანები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ წუთებში ყველაზე მთავარია დაზარალებული მოქალაქეებისა და პოლიციელების ჯანმრთელობა და სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ მკურნალობას საუკეთესო კლინიკებში, მათ შორის საზღვარგარეთ, ასევე ჩამოიყვანს საუკეთესო სპეციალისტებს, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
„ის, რაც 20 ივნისს დილით ვიხილეთ, იყო ძალიან მძიმე სურათი ნებისმიერი ქართველისთვის. ერისთვის, რომლისთვისაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავისუფლება ყველაზე დიდი ფასეულობაა, ეს განსაკუთრებით ემოციური იყო. ეს იყო ძალიან დიდი ნეგატივის მომტანი და სოლიდარული ვიყავით იმ შეფასებებისა, რაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა. ჩვენი გუნდის წევრებმაც საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს. შემდეგ ასამბლეა შეჩერდა და რუსეთის დელეგაციამაც დატოვა თბილისი. საღამოს ვიხილეთ გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, მათ შორის ეს მოდიოდა ჩვენი ახალგაზრდებისგან და ჩვენ, ყველა ერთიანი ვართ ამ შეფასებაში. მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს, დესტაბილიზაცია შემოიტანოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისარგებლა გულწრფელი პროტესტით და შეეცადა, ეს გამოეყენებინა პროვოკაციისთვის. ვიხილეთ მძიმე კადრები და დავინახეთ, რომ სამართალდამცავები პარლამენტის შენობის პერიმეტრს არ გაცილებიან, ვიდრე იყო ამის თეორიული შესაძლებლობა. მიმდინარეობდა შეტევა პარლამენტის შენობაზე, ძალადობა პოლიციელებზე და ისინი იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ ე.წ სპეციალური საშუალებები, რომ დაეშალათ აგრესიულ ადამიანთა ჯგუფი“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, სამწუხაროდ, შედეგად დაზარალდნენ მოქალაქეები, პოლიციელები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მოვლენებს შეფასება ამ ქრონოლოგიაზე დაყრდნობით მიეცეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა