logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გაჩეჩილაძე: პროვოკაციას, რომელიც რუსეთმა პარლამენტში მოაწყო, დასაყრდენი სჭირდებოდა
გიორგი გაჩეჩილაძე: პროვოკაციას, რომელიც რუსეთმა პარლამენტში მოაწყო, დასაყრდენი სჭირდებოდა
13:59 25.06.2019
პარლამენტის წევრი, გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

"პირდაპირ მინდა გითხრათ, გაოცებული და გაოგნებული ვარ. როგორ აღმოჩნდა გარკვეული ნაწილი, ჩვენგან გასული ადამიანებისა და კიდევ ვიღაცები, ვისაც თავი პატრიოტებად მოაქვთ, „ნაციონალების“ ნარატივში ჩასხდნენ. ეს არის სასწაული ამ ქვეყანაში, მაგრამ ბევრი რამ მინახავს მე. ისეთივე სასწაულია ეს, როგორც გრიგოლ ვაშაძის გარშემო არის გაერთიანებული, რომელიც მოქმედი უშიშროების ოფიცერია რუსეთის, იმის გარშემო დგას ოცი პარტია. ეს ხომ სასწაულია? ეს საზოგადოებამ ხომ უნდა შეაფასოს, ბოლო-ბოლო? რა, ძნელი გასაგებია, რა ხდება საქართველოში? ძნელი ამბავია იმის მიხვედრა, რომ ისეთი სიტუაციები შეიქმნა, რომ აგერ, ნატო შემოვიდა შავ ზღვაში, ევროკავშირთან ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო გაერთიანებასთან დაკავშირებით, აბრეშუმის გზა იხსნება, რომელმაც რუსეთის გვერდის გავლით უნდა ატაროს ტვირთები, რომ რუსული ფაქტორი ამოქმედდა საქართველოში? რა, ძნელი მისახვედრია? და ვინ არის ამის სათავეში, ვერ ხედავთ?

ხალხი, რომელმაც მთელი ეკონომიკა რუსეთს გადასცა, რომელმაც ეუთოს სამიტზე, 2008 წლის ოქტომბერში, ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც აღიარა, რომ საქართველო დაესხა თავს ცხინვალს, ხალხი, რომელმაც „ენგურჰესის“ გადაცემაზე დოკუმენტი შექმნა რუსებთან ერთად, 2008 წლის დეკემბერში; და ჩვენ, აი ეს ხალხი, რომელიც ახლა გაიქცა აქედან, რომლის სათავეშიც დგანან რუსეთის „მგიმო“ -ს და ასე შემდეგ კურსდამთავრებულები, ერთერთი აქ ბრძანდება, ხოშტარია, რომელსაც მოსკოვში აქვს დამთავრებული და უშიშროების აკადემიაა, ფაქტობრივად, რა არავინ არ იცის, სააკაშვილი ვინ არის? რომ უკრაინაში მასზე სახელმწიფო ღალატზე და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული?

გრიგოლ ვაშაძე ვინ არის, არავინ არ იცის? რომ რბილი ძალა ამოქმედდა საქართველოში და ეს პროვოკაცია, რომელიც მოაწყო რუსეთმა აქ, პარლამენტში, რომ მას დასაყრდენი სჭირდებოდა მერე ამ სიტუაციის ასაგორებლად? რთული საკითხია ამის გარკვევა ჩვენთვის პარლამენტში პოლიტიკოსებისთვის? ამიტომ სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ რაშია საქმე რეალურად და რა საფრთხეებთან დაკავშირებით ხდება ეს ყველაფერი, რუსეთი ამოქმედებულია და რუსეთი ვერ გაბედავდა ამას, დასაყრდენი რომ არ ჰქონდეს საქართველოში ამ პოლიტიკური ორგანიზაციების სახით", - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა