logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: რ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ გვერდზე უნდა გადაცდოთ ჩვენი ემოციები და გარანტია და პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობაზე
ირაკლი სესიაშვილი: რ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ გვერდზე უნდა გადაცდოთ ჩვენი ემოციები და გარანტია და პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობაზე
13:47 25.06.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა საზოგადოებამ ისინი იმიტომ აირჩია, რომ საკუთარი ემოციები გვერდით გადადონ და ქვეყნის მშშვიდობისთვის იფიქრონ.

"კოლეგებო ამ ემოციურ ფონზე ძნელია სიმშვიდის მნიშვნელობაზე ვისაუბრო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ გვერდზე უნდა გადაცდოთ ჩვენი ემოციები და გარანტია და პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობაზეც, სტაბილურობაზეც და უსაფრთხოებაზეც და ადამიანის უფლებებზეც. ამ დარბაზიდან  საზოგადოება დღეს ელის არა ჩვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დემონსტრირებას, არამედ ობიექტურ შეფასებებს და დასკვნების გამოტანას. რაც იმ საღამოს მოხდა, ძალადობრივ აქტს ვგულისხმობ, მესმის რომ იყო საფუძვლიანი პროტესტი, რაზეც აბსოლუტურად ადექვატური პასუხი გაეცა ყველასგან. ჩვენ იმის ნაცვლად რომ ეს ერთიანობა შეგვენარჩუნებინა, მაშინვე შავბნელმა პოლიტიკურმა ძალებმა, ეგრევე გაუღვივდათ პოლიტიკური მადა და მშვიდობიანი მიტინგი გადაზარდეს ძალადობრივ აქტში. ამას ჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება, ამაზე უნდა ითქვას, რომ დიახ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ პოლიტიკურმა შავმა ჭირმა, დაგეგმა, ორგანიზება მოახდინა ამ ძალადობრივი აქტის, გამოიყენა ხალხი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, თავი აარიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე მინიმუმ მათი დასუსტების მიზნით, მინიმუმ ქვეყნის დასუსტების მიზნით და რა თქმა უნდა, მიზანი და ამოცანა იყო რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ. ეს არის სამარცხვინო ქცევა, ამას ჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება.

მე მინდა პოლიციის მოქმედება შევაფასო, იმიტომ რომ ძალიან ბევრია საუბარი როგორ მოქმედებდა პოლიცია? რა თქმა უნდა ჩვენ ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები. პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით, აბსოლუტურად ძალადობრივი რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ლეგიტიმური და კანონიერი უფლება ქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის ინსტიტუტს, ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში. და ის რაც შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა და ეს იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში ასე მოთმინებით იდგნენ და ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ არა ამ ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ. მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ამ ძალადობისკენ მოუწოდებდა, მეორე სირცხვილი იმათ, რომ დაინახეს ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი ნაბიჯი, ერთი მოწოდება არ გააკეთეს. სირცხვილი იმათ, ვინც მიატოვეს ეს ადამიანები და გაიქცნენ, დაიმალნენ. და სირცხვილი იმათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და დღესაც ვერ გაემიჯნენ, იმიტომ რომ პოლიტიკური მადა მათი არის აი ამ ეშმაკზე ჩამოკიდებული. ამიტომ თუ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე დიახ, სამწუხაროდ იყო შემთხვევები სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ქონდა უფლებამოსილების გადამეტებას. ამაზე მკაფიოდ ვთქვით, რომ ამაზე დადგება პასუხისმგებლობა და 10 პოლიციელს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და ორი პოლიციელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი პროცესი. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ის რომ ჩვენ ადექვატური პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ საზოგადოებას და დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან. და მეორეს მხრივ, უნდა ადექვატურები ვიყოთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნების მიმართ. საზოგადოებამ კარგად დაინახა რაც მოხდა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი გადადგა, ჩვენმა კოლეგამ დატოვა მანდატი. ჩვენ გადავდივართ ძალიან დემოკრატიულ პროცესში", - ამბობს ირაკლი სესიაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა