logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კოალიცია „ქართული ოცნების“ ცნობით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში რეალური ზარალი სამჯერ დიდია
კოალიცია „ქართული ოცნების“ ცნობით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში რეალური ზარალი სამჯერ დიდია
13:23 16.08.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ კახეთში სტიქიის შედეგად ზარალი სამჯერ აღემატება ხელისუფლების მიერ დასახალებულ ციფრს.

ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კახეთის კოორდინატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით მარტო თელავში ზარალი 5 მილიონამდეა, ხოლო, თელავის სოფლებში - 10 მილიონ ლარს აღწევს.

მისივე თქმით, სტიქიიდან რამდენიმე დღეში კოალიციის მიერ შექმნილმა კომისიამ, რომელიც ზარალს ითვლიდა, ეს პროცესი თითქმის დაასრულა და ზარალის ოდენობა დაადგინა.

„პირველი განცხადება ხელისუფლებამ რეალური გააკეთა და თქვა, რომ ზარალი 150 მილიონს აღწევს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯიბეები მოიჩხრიკეს აღმოჩნდა, რომ სარეზერვო 100 მილიონიანი ფონდი განიავებული ჰქონდათ. სწორედ, ამისთვის გადარიცხა 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ზარალის რეალური ციფრი დაახლოებით 170 მილიონ ლარამდე მერყეობს, ხოლო, კომპენსაცია, რასაც მთავრობა დაზარალებულებს ურიგებს, საკმარისი არ არის.

პრესკონფერენციას კახეთის რეგიონიდან ჩამოსული დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, მიღებული კომპენსაცია - 1 500 ლარი, შხამ-ქიმიკატებისა და სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოების ვალებში დაარიგეს, ზამთრისთვის კი, საარსებო წყარო არ აქვთ.

გლეხების დიდი ნაწილი მოსავლიდან 12-დან 15 ათას ლარამდე მოგებას ელოდა, თუმცა, სტიქიამ მოსავალი სრულად გაუნადგურა.

როგორც თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებმა ქალბატონმა აღნიშნა, მისი სახლი მთლიანად დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დახმარებას დაჰპირდა, მას ეს არ მიუღია.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაზარალებულებს კომპენსაცია სრულად აუნაზღაუროს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა