საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კარლო კოპალიანი, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ
მოვლენებთან დაკაშვირებით კომენტარს აკეთებს.
"არავითარი არაპროპორციული ძალა არ გამოყენებულა. ყველა, ვინც ძალას გადაამეტა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემა", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
მისივე თქმით, ახლანდელი სიტუაცია წინა ხელისუფლების დროს არსებულ მდგომარეობას არ დამსგავსებია.
"ქართულმა ოცნებამ" პასუხისმგებლობა უკვე აიღო, რაც მეორე მხარემაც უნდა გააკეთოს.
პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რა გინდათ, ხელისუფლება ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ჩავაბაროთ, რომ სისხლის გუბეები დააყენონ? უკაცრავად, არ იქნება ეგრე", - განაცხადა კარლი კოპალიანმა.

















