კოალიცია „ქართული ოცნების“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა პირველი შეხვედრა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან გამართა.
ეგიდით - „ჩემი პირველი არჩევანი“ იგი ახალგაზრდებს ქართველ იუნკერთა სახელობის თბილისის 52-საჯარო სკოლასთან შეხვდა.
მისი თქმით, თითოეულმა ახალგაზრდამ კარგად უნდა განსაზღვროს, ვის მისცეს ხმა არჩევნებზე.
„ყველა იმ პირს, რომელიც პირველად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ვუსურვებ, გააკეთოს სწორი არჩევანი. ერთი მხრივ, წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავალში და მეორე მხრივ, მერე სანანებელი არ ჰქონდეს არჩევანი“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, ყველას აქვს საშუალება კარგად დააკვირდნენ ვინ უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და ვინ ამოწურა ქვეყნის მართვის რესურსი.

















