logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი პარლამენტარები პოლონეთსა და გერმანიაში ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობას გაეცნენ
ქართველი პარლამენტარები პოლონეთსა და გერმანიაში ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობას გაეცნენ
17:37 24.06.2019
საქართველოს პარლამენტის წევრები გუგული მაღრაძე, გურამ მაჭარაშვილი და გიორგი მეშველიანი მონაწილეობდნენ 17-22 ივნისს, პოლონეთსა და გერმანიაში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზირებულ სემინარში, რომელიც დივერსიფიცირებული დაფინანსების მეშვეობით საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდას და ამ ქვეყნებში ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობის გაცნობას ეძღვნებოდა.

სემინარში პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, რამდენადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობის ეფექტურობა ყველა ამ უწყების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.

სემინარის მონაწილეები პოლონეთსა და გერმანიაში ფილანტროპიის და ქველმოქმედების შესახებ მოქმედ კანონმდებლობას გაეცნენ.

„სოციალური ინვესტიციების სხვადასხვა ფონდების არსებობა და სახელმწიფო, კომერციული და სამოქალაქო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობა კარგ ნიადაგს ქმნის ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებების განვითარებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების კვალდაკვალ, საკუთარი ფინასური რესურსების გამონახვა, რათა სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს სოციალური ინვესტირების უფრო ეფექტურად განხორციელება და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, არ შეექმნათ ფინანსური პრობლემები“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სოციალური პროექტების განხორციელებაში პოლონეთის ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილების გაცნობა იყო. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი არის ქვეყანა, რომელშიც მაღალ დონეზეა განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც რეგიონის, ისე რაიონულ დონეზე და იგი წყვეტს თითქმის ყველა საკითხს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეხება.

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ასევე საინტერესო იყო პოლონეთის ბიზნესფორუმის მუშაობის გაცნობა, რომელიც ინტენსიურად ანვითარებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ცნებას. ამ ორგანიზაციას პოლონეთში ოპერირების ხანგძლივი ისტორია აქვს, იგი 2000 წლიდან ეხმარება ბიზნეს ორგანიზაციებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობის განხორციელებაში.

გერმანიაში ვიზიტისას საინტერესო შეხვედრა შედგა გერმანიის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციის - რობერტ ბოშის ფონდის ხელმძღვანელებთან. ფონდი 50 წელზე მეტია სოციალურ პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა სფეროში როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მთელს მსოფლიოში.

როგორც გუგული მაღრაძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ საქართველოს ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობის კარგი ისტორიული ტრადიცია აქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის ფილანტროპიის და ქველმოქმედების შესახებ კანონი. „საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობას აპირებს და ამდენად, ჩვენთვის უაღრესად სასარგებლო ოყო ამ სემინარზე მონაწილეობა“, - განაცხადა პარლამენტარმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა