logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ კაიკაციშვილი: ბიძინა ივანიშვილმა შეძლო სწორი რეაგირება მოეხდინა საზოგადოებრივ განწყობებზე, რაც სრულ პოლიტიკურ ლუსტრაციას ნიშნავს
არჩილ კაიკაციშვილი: ბიძინა ივანიშვილმა შეძლო სწორი რეაგირება მოეხდინა საზოგადოებრივ განწყობებზე, რაც სრულ პოლიტიკურ ლუსტრაციას ნიშნავს
17:30 24.06.2019
საქართველო სწორად პასუხობს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნის საზოგადოებრივ დაკვეთას და ქვეყანის დემოკრატია ამ გზაზე კვლავ რჩება სამაგალითო. ხელისუფლების გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, არის ქვეყანაში სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და შესაძლებლობებზე დაფუძნებული სისტემის შექმნის მცდელობა, რაც პასუხს სცემს ყველა თაობის საქართველოს მოქალაქის კითხვას: როგორი ქვეყანა გვსურს - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცახდებაშია ნათქვამი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო სწორი რეაგირება მოეხდინა საზოგადოებრივი განწყობების მიმართ, რაც აჩენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას - ქვეყანაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური კლასი, პოლიტიკაში გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ამაღლდეს პარტიების ნდობა და რეიტინგი მათი იდეოლოგიების, საქმიანობისა და პოზიციების მიხედვით, ხალხი დაბრუნდეს პოლიტიკაში, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პროცესში და წარმომადგენლობითი ორგანო - პარლამენტი სრულად პასუხობდეს საზოგადოების განწყობებს. წარმოდგენილი ცვლილებები ქვეყანაში აჩქარებს პოლიტიკურ ლუსტრაციას და ხალხის სამსჯავროზე ადგენს თითოეული მოქმედი პარტიისა და მოქმედი პოლიტიკოსის ნდობას. ქართული პოლიტიკა ხდება კონკურენტუნარიანი, ყველა პარტიის წინაშე ჩნდება ახალი თაობის პოლიტიკოსების გარდაუვალი აუცილებლობა, დაკმაყოფილებულია საზოგადოების ყველა ფენის და ჯგუფის ინტერესებიც - პოლიტიკა იქმნებოდეს ძალთა ბალანსის საფუძველზე, რაც დასავლური დემოკრატიების მთავარი ნიშანია.

არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, საზოგადოებას მართებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სწორედ თითოეული ამომრჩევლის პასუხისმგებლობაზეა ქვეყანაში სტაბილურობაც, განვითარებაც და საერთაშორისო ურთიერთობებიც. მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჩნდეს ისეთი პერსონების მოთხოვნის აუცილებლობა, რომელთა გამოცდილებაც, კომპეტენტურობაც და შესაძლებლობებიც შექმნის საკანონმდებლო ცხოვრებაში არჩევის საჭიროებას. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებში ახალი სახეების მნიშვნელოვანი კრიზისია, მმართველი პოლიტიკური პარტია კი გადახალისებას მოითხოვს. საზოგადოებაში უნდა დაიძლიოს ანტიპარტიული განწყობები, ვინაიდან დემოკრატია წარმოუდგენელია პარტიების გარეშე. „ეს გადაწყვეტილება მომავლის გადაწყვეტილებაა, რომელიც ზოგიერთ პარტიას და პოლიტიკოსს დღესვე ტოვებს პარლამენტს მიღმა, ზოგიერთისთვის - ტესტია, ხალხისთვის კი მონაპოვარი - ირჩევდეს და პასუხსს სთხოვდეს არჩეულ ხელისუფლებას“ - დასძენს არჩილ კაიკაციშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა