logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი: ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური და შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას
მაია ცქიტიშვილი: ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური და შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას
16:46 24.06.2019
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშრებით „ქართული ოცნების“ გუნდში სერიოზული მსჯელობა არ ყოფილა. გუნდში არის სრული კონსენსუსი და მიაჩნიათ, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

მაია ცქიტიშვილის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებში სრული პასუხისმგებლობის შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადატანას, მაშინ, როცა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოუწოდეს სრულიად მშვიდობიანი განწყობით მშვიდობიანი პროტესტის დასაფიქსირებლად მისულ მოქალაქეებს დესტრუქციული მოქმედებებისკენ.

„ყველამ ვიხილეთ, რომ, სამწუხაროდ, მშვიდობიანი პროტესტი გაცდა მშვიდობიან ფორმატს. ვიხილეთ მომიტინგეების გარკვეული ნაწილისგან მომდინარე ძალიან დიდი ძალადობა და ასევე ვიხილეთ, თუ რამდენი საათის განმავლობაში რა მაღალი სტანდარტით იცავდა პოლიცია საკუთარ თავს და სახელმწიფო ინსტიტუციას. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, რადგან მოვლენები ძალიან დინამიურად ვითარდებოდა, პოლიციას მოუწია ამ აგრესიის შეჩერება,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, არც აქციის ღამეს და არც მეორე დღესაც, არც ხელისუფლების და არც სახალხო დამცველის მხრიდან, აქციის შეჩერების ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმაციის საკითი არ დამდგარა.

„ყველა თანხმდება, რომ ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური. შესაბამისად, რაიმე სახის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას. პირიქით, აქ საუბარია იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო აგრესიის შეჩერება და მასობრივი არეულობისგან ჩვენი საზოგადოების დაცვა, ხოლო იმ ცალკეულ შემხვევებზე, სადაც ძალის გადამეტებას ქონდა ადგილი, როგორც დღეს პროკურატურამაც განაცხადა, იქნება რეაგირება და ამის ნება და მზადყოფნა გვაქვს. ჩვენ ეს საკითხი უნდა გავიხილოთ სამართლებრივ ჭრილში. სამართლებრივ ჭრილში კი, ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით გამორიცხულია,“-განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს ძალადობრივი ქმედებებისკენ, უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ცალკეულ ფაქტებზეც და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტით, მოქალაქეებისა და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების ჩართულობით, რათა მისი შედეგების მიმართ არავის ქონდეს რაიმე ეჭვი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა