საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას
ეხმაურება.
"მე არ მომწონს სიტყვა „ტურისტი“, რადგან ეს სიტყვა მხოლოდ სტატისტიკას აღნიშნავს. მირჩევნია სიტყვა „სტუმარი“, რადგან სტუმრები საქართველოში მოდიან არამარტო საქართველოს ყველაზე მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილების სანახავად, მდიდარი ქართული სამზარეულოს გასაცნობად, ენდემური ქართული ღვინის გასასინჯად, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი ჰაერის სასუნთქად, რადგან ის განსხვავებულია და მასში არის თავისუფლება", - ამბობს კახა ოქრიაშვილი.

















