logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და მის განვითარებას
კახა კალაძე: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და მის განვითარებას
14:12 24.06.2019
„პარტიის თავმჯდომარისგან დღეს მოვისმინეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 2020 წელს არჩევნების პროპორიული წესით ჩატარებას. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანია და უპრეცენდენტო. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო ბარიერი საერთოდ უქმდება და ნულოვანი ხდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ საშულებას, თუ საზოგადოების მხრიდან მათ ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, მოხვდნენ პარლამენტში. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში.  ვფიქრობ, პარტია „ქართულ ოცნებას“ ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართულ ოცნებას“ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და აქვს საზოგადოების მხრიდან და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ღირსეულად უპასუხონ ყველა იმ პრობლემას თუ იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და მის განვითარებას. სასესიო კვირის ბოლოს უკვე დაიწყება განხილვები ამ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელთაც აქვთ სურვილი, მომავალში იყვნე წარმოდგენილები საქართველოს პარლამენტში, უნდა შემოვიდნენ დიალოგში და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - ამბობს კახა კალაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მისმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს საპოტესტო მუხტი, რაც არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული, ჩააცხრონ.

კახა კალაძე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხმაურება.

„რაც შეეხება აქციებს, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, მე ამაზე არაერთხელ გავაკეთე განცხადებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ- რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. შეიძლება მეტი იყოს ვიღაცის პასუხისმგებლობა, შეიძლება - არა, ამის გარჩევა ახლა არ დავიწყოთ. ამას ჩვენი მხრიდან მოყვა შესაბამისი რეაგირება, უმკაცრესი განცხადებები და შედეგიც- პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყვიტა ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ის დაბრუნდა და გადაგა ღირსეული ნაბიჯი, დატოვა თანამდებობა. არ დაუწყია გარჩევა, ვისი ბრალი იყო და რა მოხდა რეალურად.
საღამოს განვითარებულ მოვლენების დროს ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე ფაქტები და მივიღეთ ძალიან მძიმე სურათი - დაშავებული ახალგაზრდა ადამიანები. ეს იყო უმძიმესი სანახავი. ინსპირირება და მოწოდებები, რომ მომხდარიყო დაპირისპირება და შტურმი პარლამენტის შენობაზე, გააკეთეს იქ მყოფმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, მე მათ დესტრუქციულ ძალას ვუწოდებ. სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ! მათ ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა!
რაც შეეძლება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამაზე იქნება რეაგირება. გენინსპექციას, პროკურატურას აქვს დაწყებული მოკვლევა და არცერთი შემთხვევა, სადაც იქნება ძალის გადამეტების გამოვლინება, რეაგირების გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა