logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას
მამუკა ბახტაძე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას
13:06 24.06.2019
სამართლებრივი შეფასება მიეცემა როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობას, ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ მომენტში მთავარია მოქალაქეებისა და პოლიციელების ჯანმრთელობა, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაზარალდნენ.

„ჩვენი მიდგომა ყოველთვის იყო კანონზე დაფუძნებული. ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა საქართველოს და ჩვენთვის დღეს, ამ მომენტში მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ვინაიდან დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. ამას აუცილებლად მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასებაც. მე ვისაუბრე პოლიტიკურ შეფასებაზე, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას - ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტის გამოხატულება. მე განვაცხადე, რომ მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი ამ პროტესტში სოლიდარულები ვართ. რაც ჩვენ იმ დილით საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ, იყო სრულიად მიუღებელი. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა პროვოკაციისთვის. ჩვენ დავინახეთ, როგორ მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე და როგორ ცდილობდნენ, მომხდარიყო შეჭრა საქართველოს პარლამენტში, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია და ამას არავინ დაუშვებდა. ბუნებრივია, ამ ნაბიჯს მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ისევე, როგორც სამართლებრივი შეფასება აუცილებლად მიეცემა იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი ძალის გადამეტებას. ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და ეს საქმეები წარიმართება გამჭვირვალედ, ისე, რომ ნებისმიერი კითხვის ნიშანი მოიხსნას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა