საქართველოში ისრაელის ახალი ელჩი იუვალ ფუქსი უკვე თბილისში იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ ისრაელის საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს, იუვალ ფუქსი საქართველოში წუხელ ჩამოვიდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ფუქსი საელჩოში ჯერ არ მისულა, შესაბამისად, მოვალეობის შესრულებას ჯერ არ შედგომია.
საელჩოს პრესსამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.
ისრაელის ყოფილმა ელჩმა იცხაკ გერბერგმა საქართველო უკვე დატოვა.

















