logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს მიზანმიმართული  დეზინფორმაცია, თითქოს აქციისთვის განკუთვნილი გახმოვანების აპარატურა მერიამ მოიპარა
კახა კალაძე: კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოს აქციისთვის განკუთვნილი გახმოვანების აპარატურა მერიამ მოიპარა
16:26 23.06.2019
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, უპასუხისმგებლო განცხადება და მიზანმიმართული ტყუილი უწოდა კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქციაზე გამოყენებული კონსტრუქციები და აპარატურა თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა.

კახა კალაძის თქმით, კონსტრუქციები, „თბილსერვისჯგუფის“ მიერ დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში, დროებით იქნა გატანილი და ისევ ადგილს უბრუნდება.

„პირველ რიგში, უპასუხოდ ვერ დავტოვებდი კონკრეტული პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვინც ცდილობს, სახელი შეუბღალოს დედაქალაქის მერიას, მის შესაბამის სამსახურებს და რაც მთავარია, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში.

დასუფთავების სამსახური ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას. ამ სამსახურის წარმომადგენლები, ყოველდღიურად, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და თითოეულ მათგანს ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. სამსახურის მიერ რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია, დილის საათებში დასუფთავდა. რადგან ადგილზე არ იყო პასუხისმგებელი პირი, ვინც კონსტრუქციებზე იტყოდა, რომ მათია, დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში ინფრასტრუქტურა დროებით გადატანილ იქნა საწყობში, ხოლო მას შემდეგ, როგორც კი გამოუჩნდა პატრონი, ბრუნდება უკან.

ამასთან, მოვისმინეთ განცხადებები, რომ თითქოს მერიამ მოიპარა ტერიტორიიდან გახმოვანების აპარატურა, რაც არის დიდი ტყუილი. თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ რაიმე მორალური გრძნობა, ვთხოვ, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებს გავრცელებული დეზინფორმაციისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სცენის კონსტრუქციები ტერიტორიის დასუფთავების ფარგლებში დროებით იქნა გადატანილი, ხოლო გახმოვანების აპარატურა დასუფთავების სამსახურს ადგილზე არ დახვედრია. რაც შეეხება ჯებირებს, მასთან დაკავშირებით მოთხოვნა კეთდება დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციაში და ადმინისტრაცია შესაძლებლობის ფარგლებში გამოყოფს კონკრეტული რაოდენობის ჯებირებს ქალაქში გამართული ღონისძიებების გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა