„ამ დილით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეწყვეტილიყო ვიზიტი ბელორუსში და ევროპულ
თამაშებზე დასწრება“, - ამის შესახებ ბელორუსში მყოფმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დედაქალაქში დაბრუნებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლიდერებს შორის შეხვედრა მაინც შემდგარიყო - მოკლე საუბრის ფორმატში.
„ახლა ვბრუნდები თბილისში და ადგილზე გავეცნობი დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას, რაც, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მინსკში, თბილისში გამოფრენამდე.

















