logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ახლოს ვართ ივანიშვილის მოშორებასთან
მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ახლოს ვართ ივანიშვილის მოშორებასთან
13:03 21.06.2019
გუშინ მე თვითონ რამდენჯერმე ველაპარაკე ირაკლი ოქრუაშვილს, გუბაზ სანიკიძეს, იმ ხალხს, ვისთანაც ადრე ძალიან ბევრი განსხვავება მქონდა. ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. ახლა საქართველო არის უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მომავალი, ძალიან ახლოს ვართ ივანიშვილის მოშორებასთან - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

„ახლა ივანიშვილი შეეცდება გამოვიდეს, ერთი ბარტყი გადმოაგდოს, ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ. ერთხელ გვაჭამა, ორჯერ გვაჭამა, სამჯერ გვაჭამა, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს? ეს კაცი არის უბედურების თავი და თავი და წყარო. ვიღაც ქოჩორა კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის კობახიძე? ეგეთი კობახიძეები ჰყავს მთელი ლეგიონი. ეს კაცი უნდა მოშორდეს და დააბრუნოს რაც ქართველ ხალხს მოპარა, რამდენიმე მილიარდი ლარი ბოლო წლების განმავლობაში. ეს კაცი, კალაძე, ყველა დანარჩენი იცავენ თავის ქონებას, რომელიც თქვენ მოგპარეს. გახარია საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურების დასმულია და როგორც პუტინი ისე უსწორდებოდა გუშინ ხალხს. ამიტომ ყველანი უნდა დავდგეთ ერთად მიუხედავად წარსული განსხვავებებისა. გუშინ მე თვითონ რამდენჯერმე ველაპარაკე ირაკლი ოქრუაშვილს, გუბაზ სანიკიძეს, იმ ხალხს, ვისთანაც ადრე ძალიან ბევრი განსხვავება მქონდა. ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. ახლა საქართველო არის უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მომავალი, ძალიან ახლოს ვართ ივანიშვილის მოშორებასთან", - განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე პირდაპირ ეთერში ჩართვისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს.

„ახლა ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე საკითხები, ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს საქართველო უნდა გამოვიდეს, მათ შორის ჩემი ყველა მომხრე უნდა გამოვიდეს და ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. არ არის კანონიერი, როდესაც შუასაუკუნოვანი ფეოდალი მართავს ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ევროპის ნაწილი. არ არის ქართველი ხალხი ღირსი, ასე გაბანძების, ასე გაუბედურების. ჩვენ ოდესღაც ვიყავით მსოფლიოს პირველი რეფორმატორები, ჩვენ შემოგვნატროდა ძალიან ბევრი ქვეყანა. ამ კაცმა გააჩანაგა საქართველოს ეკონომიკა და მილიონი ქართველი გააქცია ქვეყნიდან. უბედურებები ჩაიდინა, რუსეთს გადასცა 2008 წლის ომის მონაწილეების გვარები და ამ სიების გამო მოკლეს ტატუნაშვილი, ამ სიების გამო დააპატიმრეს ბევრი რუსეთში, ამ სიების გამო ინადირეს ხალხზე,მათ შორის აქ, უკრაინაში. რუსების დავალებით შეაჩერა ლაზიკის პორტის მშენებლობა, რუსების დავალებით გააკეთა ბევრი სხვა საზიზღრობა და გუშინ ბოლომდე დაგვცინა და გაგვასწორა მიწასთან. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, რამდენიმე ახალგაზრდა მძიმედ დასახიჩრდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა