logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ინფორმაციით, ბატონი გავრილოვი ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან ძალიან ახლო კავშირშია
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ინფორმაციით, ბატონი გავრილოვი ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან ძალიან ახლო კავშირშია
22:54 20.06.2019
"ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომელიც მათ ჩვენთან აღარ გაუვათ. მე მინდა კიდევ ერთხელ მთავარი აქცენტი გავაკეთო შემდეგზე: ეს ვაჟბატონები, რომლებიც ეხლა არიან შეკრებილები ასევე მათი მთავარი პარტიის ასე ვთქვათ დანამატები, იქ თქვენ ნუ არქმევთ სახელებს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც არიან, ეს არის ერთი მთლიანობა და რომელსაც ქვია "ნაცმოძრაობა" და რომლის ლიდერიც არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი"-ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

"ჩვენი მთავარი კითხვა არის შემდეგი. ამ ადამიანებმა ათი წლის განმავლობაში მართეს ქვეყანა. მოიტანეს უდიდესი ნგრევა ჩვენს ქვეყანაში და დიდი განსაცდელის წინაშე დააყენეს ჩვენი ქვეყანა. წარსული არის დაკავშირებული აწმყოსთან და ამის გარეშე ჩვენი მომავალი ვერ იქნება, ვერ შედგება.

მოქალაქეებს ვეუბნები შემდეგს: მე პირადად რაც მქონდა პირველი შეკითხვა, მე ეს ღიად დავაფიქსირე. რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინო იყო ის, რომ ვიღაც ერთი კომუნისტი, რუსი დეპუტატი ჩამოდის ჩვენს პარლამენტში და პარლამენტის სპიკერის ადგილზე ჯდება ასე თავხედურად. ეს ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადოთ: რა საჭირო იყო ის, რომ ეს კონფერენცია ჩატარდა პარლამენტის შენობაში და არა სხვაგან, რომელიღაც დარბაზში. ესეც ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და მეორე, როგორ მოხდა, რომ ასეთი უხეში პროტოკოლის დარღვევის შედეგად ეს ვაჟბატონი, პროვოკაციულად აღმოჩნდა იქ სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. მე თავში რაც ვთქვი მინდა გავიმეორო. მე მაქვს ინფორმაცია და მინდა გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია. ეს პირდაპირ უკავშირდება "ნაცმოძრაობის" ხელწერას. ბატონი გავრილოვი ჩემი ინფორმაციით არის ძალიან ახლო კავშირში მყოფი ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვის დროიდან არის მისი ძალიან კარგი ნაცნობი. ეს ძალიან საეჭვო კავშირია, მე ინფორმაციას გაწვდით თქვენ და დანარჩენი დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. ასევე, ბატონი გიგი წერეთელი, რომ ელიც ასევე არის ჩემი ინფორმაციით ძალიან ახლო კავშირში მყოფი გავრილოვთან.

კიდევ ერთი, არავინ არ მიაქცია ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან ერთ ფაქტს , რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. "ნაცმოძრაობის" ტელევიზიამ "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის საზღვრის კვეთის მაჩვენებლები რუსეთის ფედერაციაში და ეს ინფორმაცია აიღო მათივე ინფორმაციით რუსეთის სასაზღვრო პოლიციიდან, სასაზღვრო დეპარტამენტიდან, რომელიც არის „ფე-ეს-ბე“ს უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციები გაიცემა „ფე-ეს-ბე“ს ნებართვის გარეშე ძალიან დიდი გულუბრყვილობა და მიამიტობაა. მე სად მიმყავს ეს ყველაფერი. ეს არის ყველაფერი ძალიან კარგად დაგეგმილი, მოფიქრებული პროვოკაცია, რომელშიც ჩემი ღრმა რწმენით მონაწილეობენ "ნაცმოძრაობის" გარკვეული ლიდერები და ამას სჭირდება სწორედ სერიოზული ანალიზი და სერიოზული რეაგირება. მე ამას მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, მე გითხარით ეს ინფორმაცია. მე მხოლოდ ფაქტები მოვიყვანე. მე ინფრომაციას გეუბნებით დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ დასკვნები გააკეთოთ და ასევე ვთხოვოთ საზოგადოების სხვა წევრებს მათ გამოიტანონ ანალიზი და დასკვნები გააკეთონ.
იცით რა არის ნაც-მოძრაობის წევრის დაგეგმილი იყო თუ ასე ვთქვათ ვაშაძის და გავრილოვის, გიგი წერეთლის და გავრილოვის და ასე ვთვათ ამის შედეგად მოხდა პროვოკაცია ეს მე არ მაინტერესებს. ჩვენ ვართ დღეს ხელისუფკლება, პარლამეტი არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და რა თქმა უნდა ეს იყო ჩვენი ხელმძღვანელობის გასაკონტროლებელი"-განაცხადა ღარიბაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა