ახალციხეში რეაბილიტირებული ძველი უბნის - რაბათის გახსნის საზეიმო ღონისძიებები დღეს 18.00 საათიდან დაიწყება.
სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში საკუთარ ბენდთან ერთად ცნობილი ფრანგი მომღერალი,
წარმოშობით ახალციხელი ეთნიკური სომეხი შარლ აზნავური ჩამოვიდა.
საღამოს აზნავურის კონცერტი გაიმართება, ასევე, შესრულდება კლასიკური ნაწარმოებები.
რაბათის ციხის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და მას ისტორიული ირესახე დაუბრუნდა. ამასთანავე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ახალციხის ძველ უბანს თანამედროვე ობიექტებიც შეემატა.

















