logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: კომუნიკაცია მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, მისი რეკომენდაცია სხდომის შეწყვეტა იყო
მამუკა მდინარაძე: კომუნიკაცია მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, მისი რეკომენდაცია სხდომის შეწყვეტა იყო
15:29 20.06.2019
,, ძალიან რბილად რომ ვთქვათ ეს იყო მძიმე შეცდომა. სიმბოლოებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ხშირ შემთხვევაში და ამ შემთხვევაშითაც, როდესაც ხედავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებულ რუსეთის დუმის დეპუტატს და მისი პოზიციებიც ვიცით წარსულში გახმოვანებული, ამაზე მძიმე სურათი შეიძლება არც იყოს და ამ სიმბოლოსაც ბუნებრივია ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ჩემი და ჩვენი გუნდის ძალიან ბევრი წევრის მხრიდან , პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან და ეს პოზიცია გაიზიარა ბუნებრივია პარტიის თავმჯდომარისგან”,- ეს განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, კომუნიკაცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და პარტიის თავმჯდომარის რეკომენდაცია სხდომის შეწყვეტა იყო.

,,მე მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია და მისი რეკომენდაცია იყო სხდომის შეწყვეტა. რაც შეეხება რამდენად საქმის კურსში იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა, გუშინ გვიან ღამით , მეც საქმის კურსში ვიყავი, რომ სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა. ცხელ გულზე არ მინდა განსაკუთრებული, ხისტი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ რეალურად, პირადად ჩემთვის ძალიან მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახე. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პოზიციაზე დადგა, ნახეთ მათი ფეისბუქ- სტატუსები, ნახეთ ჩვენი განცხადებები.

მამუკა მდინარაძის თქმით,გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს რუს დეპუტატს დარღვეული, ვერ აჩერებ საზღვარზე, ეს უხერხულებას ქმნიდა და გუშინაც ჩანდა განცხადებებში. ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მამუკა მდიანრაძის თქმით, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს.

,,მართალია, ის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გავექცეთ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ შორის, ჩვენც უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე ამასაც სრულებით ვიზიარებ და მე რომ ადეკვატური და გულწრფელი ვიყო, მე ეს უნდა ვილაპარაკო. ჩვენი ინფორმაცია იყო ასეთი, რომ ბერძენი სპიკერი წაიყვანდა სხდომას, რომელიც ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანია. გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს ვიღაცა რუს დეპუტატს დარღვეული, ვერ აჩერებ საზღვარზე, ეს უხერხულებას ქმნიდა და გუშინაც გვეტყობოდა ეს უხერხულება ჩვენს განცხადებებში , მაგრამ დღეს რომ წამოსკუპდა და საოცარ განცხადებებს აკეთებს, ჩვენი მტერი პირდაპირ ვთქვათ, ეს ყოვლად მიუღებელია “,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა