პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული
ალექსანდრე მოწერელია ეხმაურება. ის პარლამენტში ფაქტს გმობს და დაუშვებელს უწოდებს.
,,ვგმობ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი რაც საქართველოს პარლამენტში დღეს მოხდა! დაუშვებელია, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდეს!
საქართველოს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი გულწრფელი და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია“ - აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

















