logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამართული მოსმენისას საქარველოსადმი ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გამართული მოსმენისას საქარველოსადმი ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
11:56 19.06.2019
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე „ღირსების რევოლუციიდან ხუთი წელი: უკრაინის პროგრესი/რუსეთის მავნებლური ქმედებები.“ მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოკერი; ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი; ბრუკინგსის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიისა და ახალი ტექნოლოგიების პროექტის დირექტორი, ალინა პოლიაკოვა და ჰერიტიჯის ფონდის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი, ჯეიმს კარაფანო.
მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და სენატორებმა ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მისი აღკვეთის გზებზე. მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინის საკითხზე, რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უკეთ განხორციელების თემაზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, მისი უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.
მოსმენისას საქართველოსადმი ცალსახა და ერთხმა მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა მოსმენაზე მიწვეული ყველა სტუმრის მიერ.
ჰერბსტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა რუსეთის პრეზიდენტის პუტინისგან მომდინარე საფრთხეებზე და ხაზი გაუსვა მისი აღკვეთის აუცილებლობას. „სამწუხაროდ, პრეზიდენტი პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. იგი ისწრაფვის მისი გავლენის სფერო გაავრცელოს რუსეთის სამეზობლოზე. იგი ცდილობს დაასუსტოს ნატო, ევროკავშირი და აშშ. მან წამოიწყო ორი ომი, საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში და უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან. აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესშია, რომ შეაჩეროს კრემლის რევიზიონიზმი.“ - აღნიშნა, ბ-ნმ ჰერბსტმა.
ჯეიმს კარაფანომ ისაუბრა ნატო-ს გაფართოების ღია კარის პოლიტიკის აუცილებლობაზე. აქვე მან ხაზი გაუსვა, ნატო-ს გაფართოების საკითხში აშშ-ის ლიდერობის საჭიროებას. მისი მტკიცებით, დროა, რომ დაიწყოს დისკუსია ნატო-ს გაფართოების მომდევნო რაუნდზე. მან ყურადღება გაამახვილა ნატო-ს გაფართოების საკითხში მის ოპტიმიზმზე და ამ კონტექსტში ისაუბრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე. „ჩვენ საქართველოს თაობაზე კვლევა გაგვაჩნია, თუ როგორ შეიძლება ნატო-ში გაწევრიანების საკითხში წინსვლა, სხვა სახელმწიფოს მიერ ამ ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის მიუხედავად. ჩემმა კოლეგამ, ლუკ კოფიმ ბევრი დაწერა ამის თაობაზე - რომ არსებულ პირობებში ნამდვილად რეალისტურია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ვფიქრობ, რომ ეს პრეცედენტს ქმნის უკრაინისთვის. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმირ პუტინს სხვა ქვეყნების ნაწილების ოკუპირების გზით, არ გააჩნდეს ვეტო ნატო-ში გაწევრიანების საკითხში.“ - აღნიშნა ბ-ნმა კარაფანომ.
კურტ ვოკერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონისადმი მეტი ყურადღებისა და შავ ზღვაზე ნატო-ს ძლიერი ყოფნის საჭიროებაზე. აღნიშნულ კონტექსტში მან ისაუბრა 2019 წლის აპრილში, ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზომების ახალი პაკეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე. „[შავ ზღვაზე] გვყავს ნატო-ს მოკავშირეები რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. გვყავს პარტნიორი ქვეყნები - საქართველო და უკრაინა. ისინი ყველა, შავი ზღვისპირა ქვეყნებს წარმოადგენენ. ამდენად, შავი ზღვა რუსეთის ტბა არანაირად არ არის. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ნატო მკაფიო იყოს, რომ ყველა ჩვენგანს გააჩნია ინტერესი [შავი ზღვის ფარგლებში] ნავიგაციის თავისუფლების, ღია ხელმისაწვდომობის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“ - აღნიშნა ბ-ნმა ვოკერმა.
რუსეთთან ჩართულობის თემაზე საუბრისას, ბ-ნმა ვოკერმა განაცხადა. „ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი ვითარებით, რუსეთთან დაკავშირებით არაფერი არ მიმდინარეობს კარგად. ეს ასეა, თუ მაგალითად აიღებთ სირიას, ვენესუელას, ჩრდილოეთ კორეას, ირანს, ბირთვულ საკითხს, უკრაინას, საქართველოს. ნამდვილად არაფერია პოზიტიური. ვფიქრობ, ზოგადად, სახიფათო ვითარებაა შექმნილი. ვითარება კიდევ უფრო სახიფათო გახდება, თუ საერთოდ არ ვილაპარაკებთ რუსეთთან. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორივე გავაკეთოთ - განვაგრძოთ რუსეთზე ზეწოლა და ასევე, ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების სერიოზულობიდან გამომდინარე ველაპარაკოთ რუსეთს, თუ ამგვარი შესაძლებლობა იქნება.“

ალინა პოლიაკოვამ ისაუბრა რუსეთის მიერ მიმდინარე საქართველოს ტერიტორიების „მცოცავ“ მიტაცებაზე. „საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის არ არსებობს „სტაბილური საზღვარი“. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ ამ ხაზის „მცოცავი“ სახით მიტაცებას (“We see a slow creep almost on daily basis of that contact line.”)“ - აღნიშნა ქ-ნმა პოლიაკოვამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა